NBA. რეგულარული: ჯეიმს ჰარდენმა კავაი ლეონარდის "კლიპერსიც" არ დაინდო [VIDEO]

AutoSharing Option
14 ნოემბერს NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი მატჩები გაიმართა.

"ბოსტონ სელტიქსმა" შინ "ვაშინგტონ უიზარდს" ანგარიშით 140:133 სძლია. მიუხედავად იმისა, რომ ბრედლი ბილმა მასპინძლებს 44 ქულა ჩაუგდო, ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

კემბა უოკერმა "სელტიქსს" 25 ქულა მოუტანა, ჯეისონ ტატუმმა 23 ქულა ჩაიწერა აქტივში და ჯეილინ ბრაუნმა 22 ქულა ჩააგდო. "ბოსტონი" აღმოსავლეთ კონფერენციაში 9 მოგებითა და 1 მარცხით პირველ ადგილზეა.


"ჰიუსტონ როკეტსმა" "ლოს ანჯელეს კლიპერსს" უმასპინძლა და ანგარიშით 102:93 დაამარცხა. ჯეიმს ჰარდენი ვერც კავაი ლეონარდმა შეაჩერა.
"როკეტსის" ლიდერმა 47 ქულა მიითვალა, რასელ უესტბრუკმა კი მხოლოდ 17 ქულის ჩაგდება მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ წინა მატჩში ჰარდენმა "პელიკანსს" 39 ქულა ჩაუგდო. ჯეიმს ჰარდენი ბოლო 5 მატჩში 36 ქულაზე ნაკლებს არ აგდებს.

აღსანიშნავია კლინტ კაპელას ორმაგი დუბლი, რომელმაც 12 ქულას 20 მოხსნა დაუმატა.

"კლიპერსიდან" კავაი ლეონარდი გამოირჩა, რომელმაც ორმაგი დუბლი - 26 ქულა და 12 მოხსნა გაიფორმა.


დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

შარლოტი-მემფისი 117:119
ორლანდო-ფილადელფია 112:97
მინესოტა-სან ანტონიო 129:114
ლეიკერსი-გოლდენ სტეიტი 120:94
ტორონტო-პორტლენდი 106:114
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული