ლუკა დონჩიჩი ლებრონის შემდეგ - სლოვენიელის მორიგი რეკორდი NBA-ში!

AutoSharing Option
AUTO PLAY
"დალასის" მცველი ლუკა დონჩიჩი NBA-ს ისტორიაში მეორე ახალგაზრდა კალათბურთელი გახდა, რომელმაც სამმაგი დუბლი მინიმუმ 40 ქულით გაიფორმა.

"სან ანტონიოსთან" მოგებულ (117:110) მატჩში 20 წლის დონჩიჩმა პირადი რეკორდიც დაამყარა ქულების მიხედვით. მან NBA-ს კარიერაში პირველად ჩააგდო 42 ქულა, რასაც 12 პასი და 11 მოხსნა მიამატა.

აღსანიშნავია, რომ სლოვენიელმა სეზონში მე-6 და კარიერაში მე-14 სამმაგი დუბლი გაიფორმა.

პირველი ახალგაზრდა კი, ვინც NBA-ს ისტორიაში სამმაგი დუბლი მინიმუმ 40 ქულით გაიფორმა, ლებრონ ჯეიმსი იყო.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბევრგზის მომავალი MVP... უცხოპლანეტელია ჩოულებრივი
რა მაფიაა?
14:27 19-11-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული