ჯეიმს ჰარდენის საოცარი მატჩი: "წვერამ" 60 ქულა ჩააგდო და მაიკლ ჯორდანს გაუთანაბრდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ჰიუნსტონ როკეტსის" მცველმა ჯეიმს ჰარდენმა "ატლანტა ჰოუკსთან" მოგებულ შეხვედრაში 158:111, არც მეტი, არც ნაკლები 60 ქულა ჩააგდო და კარიერაში 60 ათეული და მეტი ქულა მეოთხედ მიითვალა.

აღსანიშნავია, რომ ჰარდენს 60 ქულის მოსაგროვებლად 31 წუთი და 24 ტყორცა ეყო. ადრე ამ მაჩვენებლის ლიდერი კარლ მელოუნი იყო, რომელმაც 60 და მეტი ქულის ჩასაგდებად 26-ჯერ ისროლა კალათისკენ ბურთი.

60 და მეტი ქულის მე-4-დ მოპოვებით ჰარდენი თავად მაიკლ ჯორდანს გაუთანაბრდა და მასზე მეტჯერ ამდენი ქულა კობი ბრაიანტსა (6) და უილტ ჩემბერლინს (32) აქვთ, თუმცა
უილტმა ეს შედეგები 70-იან წლებში აჩვენა.

ჰარდენმა 50 ქულა მატჩის დასრულებამდე 18 წუთით ადრე მოაგროვა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ კლეი ტომპსონს ჩამორჩება. ტომპსონმა 3 წლის წინ ჩაგდებული 60 ქულიდან 50-ის მოგროვება ჰარდნზე 1 წუთით ნაკლებ დროში მოახერხა.

მომზადებულია sports-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 1 /
გაუთანაბრდა არა Y ჯორდანს 69 ქულა აქვს ჩაგდებული და მაშინ გუნდელმაც გაიღადავა მე და მაიკმა 70 ქულა გავაკეთეთო თვითონ 1 ქონდა ჩაგდებული. ასეთი იყო კარიერას უწყობდა ხალხს
Max123
04:51 02-12-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული