NBA. რეგულარული: "დალასმა" "ლეიკერსის" 10-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა [VIDEO]

AutoSharing Option
2 დეკემბერს NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი სათამაშო დღე გაიმართა.

"დალასმა" შინ "ლეიკერსს" უმასპინძლა და ანგარიშით 114:100 დაამარცხა. ლუკა დონჩიჩს სამმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. სლოვენიელმა 27 ქულა, 9 მოხსნა და 10 პასი მოაგროვა.

"ლეიკერსიდან" 27 ქულა ენტონი დევისმა მიითვალა, რასაც 10 მოხსნა მიამატა. ლებრონ ჯეიმსმა კი 25 ქულა, 9 მოხსნა და 8 პასი ჩაიწერა აქტივში.


აღსანიშნავია, რომ "დალასმა" "ლეიკერსის" 10-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა.

"ტორონტომ" შინ "იუტა" 130:110 დაამარცხა. შეხვედრაში ყველაზე მეტი, 35 ქულა პასკალ
სიაკამმა ჩააგდო. ფრედ ვანვლეტმა 21 ქულა და 11 პასი მოაგროვა.


"კლიპერსმა" შინ "ვაშინგტონს" უმასპინძლა და ანგარიშით 150:125 დაამარცხა. მატჩში ყველაზე მეტი, 34 ქულა კავაი ლეონარდმა ჩააგდო, პოლ ჯორჯმა კი 31 ქულა მიითვალა. "ვაშინგტონის" რუის ჰაშიმურა 30 ქულით გამოირჩა.


დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ბრუკლინი-მაიამი 106:109
მინესოტა-მემფისი 107:115
ნიქსი-ბოსტონი 104:113
დეტროიტი-სან ანტონიო 132:98
ნიუ ორლეანი-ოკლაჰომა 104:107
ორლანდო-გოლდენ სტეიტი 100:96

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული