გოგა ბითაძე უკვე მე-6 მატჩია ქულებს ვერ აგროვებს - "ინდიანამ" "კლიპერსთან" წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 დეკემბერს გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსმა" "კლიპერსს" უმასპინძლა და ანგარიშით 99:110 დამარცხდა.

სამწუხაროდ, ქართველ ცენტრს მცირე სათამაშო დრო მიეცა. ბითაძე პარკეტზე 2:10 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა და ამ ხნის განმავლობაში მის სტატისტიკურ გრაფას არაფერი მომატებია.

ბოლო დროს მთავარი მწვრთნელი მეთ მაკმილანი ბითაძეს არ სწყალობს და სულ უფრო ცოტა სათამაშო დროს აძლევს. ქართველ ცენტრს კი ყველაზე მეტად სწორედ სათამაშო დრო სჭირდება, რადგან ეს მისი სადებიუტო სეზონია და სითამამის მოსაკრებად მეტი პრაქტიკა სჭირდება.

სამწუხარო ისაა, რომ ბოლო 6 მატჩია გოგას საერთოდ ქულაც არ
მოუპოვებია.

რაც შეეხება მატჩს, ყველაზე მეტი, 36 ქულა კლიპერსელმა პოლ ჯორჯმა ჩააგდო.

დომანტას საბონისმა 18 ქულა და 22 მოხსნა მოაგროვა. გოგას თანაგუნდელმა და, შეიძლება ითქვას, მთავარმა კონკურენტმა მაილს ტერნერმა 25:25 წუთში 5 ქულა, 5 მოხსნა, 1 ბლოკი და 3 დაკარგვა დააფიქსირა.

"ინდიანა" 15 მოგებითა და 9 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში კვლავ მე-6 ადგილზეა. გოგა ბითაძის გუნდი მომდევნო მატჩს 12 დეკემბერს, ჩვენი დროით 04:00 საათზე შინ "ბოსტონთან" გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ბოსტონი-კლივლენდი 110:88
ჩიკაგო-ტორონტო 92:93
ჰიუსტონი-საკრამენტო 118:119
მილუოკი-ორლანდო 110:101
ნიუ ორლეანი-დეტროიტი 103:105
ფინიქსი-მინესოტა 125:109
იუტა-ოკლაჰომა 90:104
გოლდენ სტეიტი-მემფისი 102:110
მკითხველის კომენტარები / 8 /
ეჭვი მაქვს, რომ გოგას რაღაც შეეშალა, რა არ ვიცი, მაგრამ რაც მან ითამაშა, იქედან გამომდინარე არ იმსახურებს სკამზე ჯდომას, თან სულ უმატებდა და უცებ... არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ ასე მგონია ჭკუის სასწავლებლად უკეთებენ ამას. არა უშავს, გოგა ყველაფერს მიაღწევს, ჯერ სადა ხარ, ყველაფერი წინა გაქვს!!!
0
უფრო ზონური მოთამაშეა, მანდ მეტი აქტიურობა და ინდივიდუალიზმი სჭირდება, რაც სამწუხაროდ არა აქვს. ან უნდა შეიძინოს ან ევროპაში უნდა დაბრუნდეს
mamuka
07:54 11-12-2019
3

სიახლეები პოპულარული