ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად კობი ბრაიანტი დაიღუპა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს კალათბურთის ლეგენდა 41 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა

ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა, - ეს ინფორმაცია NBC-მ გაავრცელა.

ბრაიანტის საკუთარი ვერტმფრენი კალიფორნიის შტატის ქალაქ კალაბასის მახლობლად ჩამოვარდა და საფრენ აპარატში მყოფი ხუთივე ადამიანი დაიღუპა. გამოცემის ცნობით, ვერტმფრენში კობის მეუღლე ვანესა არ იმყოფებოდა.

ჩამოვარდნის შემდეგ ვერტმფრენს ცეცხლი გაუჩნდა და შემთხვევის ადგილზე მისულმა მაშველებმა ვერავის გადარჩენა ვერ მოახერხეს.

ბრაიანტმა კარიერა 2016 წელს დაასრულა. მან 18-ჯერ მიიღო მონაწილეობა  NBA-ს ვარსკვლავთა მატჩში და აქედან 17-ჯერ ზიდიზედ. ის 5-ჯერ გახდა ჩემპიონი და
2-ჯერ ფინალური სერიის MVP.

კობი მთელი კარიერის მანძილზე - 1996-2016 წლებში "ლოს ანჟელეს ლეიკერსის" ღირსებას იცავდა.

მკითხველის კომენტარები / 18 /
ჩემი უსაყვარლესი კალათბურთელი, სპორცმენი რომელიც ყველას უყვარდა თანაგუნდელსაც და მოწინააღმდეგესთან, კობი სამაგალითო იყო როგორც პარკეტზე ასევე მის გარეთ. ამიტომ მეგობრებო გვიყვარდეს ერთმანეთი პატივი ვცეთ ერთმანეთს და მოვეფეროთ, არაფერი არ ღირს სიყვარულზე მეტი
ზიზუ
27 იანვარი 2020 23:02
0
საკუთარი ოჯახის წევრივით განვიცადე, ეს ყველაფერი იმის აზრს მიღრმავებს რომ უფრო მეტად ახლოს უნდა ვიყო უფალთან. სიკვდილმა დანდობა არ იცის, ვერც ფული ვერც ავტორიტეტი.. ჩვეულებრივი ცხოვრების პაიკები ვართ.
ერთი დღე მაინც გათენდეს ისეთი რომ კარგი გავიგოთ...
27 იანვარი 2020 13:50
0
კობი იყო ლეგენდა ხომ მეთან ხმებით
გიგი
27 იანვარი 2020 09:32
0
სპორტის ყველაზე ლამაზი სახეობის ყველაზე ლამაზად მოთამაშე კაცი ლეგენდა!ნათელში ამყოფოს უფალმა მისი და მისი ქალიშვილის სული?
ძალიან მეწყინა.კობი კობი...
თითქოს გული მიგებდა, გუშინ მთელი დღე შენ თამაშს უყურებდი...
Jordan Beli
27 იანვარი 2020 06:37
1
არც კი ვიცი რამდენჯერ წამომივიდა დღეს ცრემლი. 15 წელი ვიცხოვრე კალიფორნიაში და მიუხედავად იმისა ლოს ანჟელესში არ მიცხოვრია, რატომღაც მგონია რომ სულ ვიცნობდი კობის. ემჯეის თამაშს ვერ მოვესწარი და როგორც კი ჩამოვედი აშშ-ში და დავიწყე 2000 წლიდან ნბა-ს ყურება, სულ მახსოვს კობი. არც მის თამაშს დავსწრებივარ. არა და სულ მინდოდა (გოლდენ სტეიტის თამაშებზე ვარ ნამყოფი). ალბათ ჯორდანის მერე ყველაზე ძლიერი კალათბურთელი იყო. მახსოვს ის მომენტი თუ სად ვიყავი კობის 81 ქულისას ტორონტოს წინააღმდეგ და ყოველთვის მემახსოვრება ეს მომენტიც. ლეპტოპებს ვათვალიერებდი მაღაზიაში ნიუ ჯერზის გარეუბანში და ამ საიტის მისამართი ჩავწერე უბრალოდ, ტესტის ამბავში და ეს ნიუსი ამოვიდა. მერე ტელეფონის ნიუსებში შევამოწმე და მართალი აღმოჩნდა :(
odala
27 იანვარი 2020 06:12
0
ბორტზე სულ 9ადამიანი იმყოფებოდა კობის ქალიშვილი ჯიჯი ს ჩათვლით რომელიც აგრეთვე დაიღიპა.
თინა
27 იანვარი 2020 04:10
0
დიდი კაცი, ლეგენდარული კალათბურთელი. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული. ვიზიარებ მთელი სამყაროს მწუხარებას. ძალიან მეტკინა გული
Tornike
27 იანვარი 2020 02:44
1
სამწუხაროა როცა ასეთი კალათბურთელი იღუპება ხომ მეთან ხმებით
გიგი
27 იანვარი 2020 02:38
0
სამწუხაროა როცა ასეთი კარგი კალათბურთელი იღუპება
გიგი
27 იანვარი 2020 02:22
0
anna chkhaidze
27 იანვარი 2020 02:08
0

სიახლეები პოპულარული