დღეს, 9 მარტის დილით, გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსმა" გასვლით შეხვედრაში დაამარცხა ლუკა დონჩიჩის "დალას მავერიქსი" - 112:109.
ბუნებრივია, შეხვედრაში საუკეთესო ტექსასელთა სლოვენიელი გამთამაშებელი იყო - ლუკას 3-მაგ დუბლამდე მხოლოდ 2 შედეგიანი გადაცემა დააკლდა - 36 ქულა, 10 მოხსნა და 8 პასი. სუსტი შეხვედრა ჩაატარა "დალასის" კიდევ ერთმა გამორჩეულმა მოთამაშე კრისტაპს პორზინგისმა. მაღალმა ლატვიელმა 39 წუთში მხოლოდ 9 ქულისა და 8 მოხსნის მოგროვება შეძლო.
პორზინგისის სუსტი თამაში "ინდიანას" მაღლების დამსახურება იყო. დომანტას საბონისმა 41 წუთი ითამაშა, 20 ქულა და 17 მოხსნა მოაგროვა, მაილს ტერნერმა - 33 წუთში 16 ქულა და 13 მოხსნა. გასაკვირი არ იყო, რომ ასეთ დაპირისპირებაში გოგას მხოლოდ 2 წუთი დაუთმეს და ამ დროში მხოლოდ 1-ხელ მოხსნა ბურთი.
"ინდიანას" 26 წაგების წილ 39 მოგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას 11 მარტს, საკუთარ კედლებში "ბოსტონის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
სხვა შეხვედრები
ბოსტონი - ოკლაჰომა 104:105
ფინიქსი - მილოუკი 140:131
ჰიუსტონი - ორლანდო 106:126
ვაშინგტონი - მაიამი 89:100
კლივლენდი - სან ანტონიო 132:129
ნიუ იორკი - დეტროიტი 96:84
საკრამენტო - ტორონტო 11:118