Bleacher Report-ის ჟურნალისტმა NBA-ს გაგრძელების უცნაური გეგმა წარმოადგინა

AutoSharing Option
Bleacher Report-ის ცნობილმა ჟურნალისტმა ერიკ პინკუსმა NBA-ს სეზონის დამთავრების უცნაური გეგმა შესთავაზა და ამის შესახებ "ტვიტერზე" დაწერა.

პინკუსის ვარიანტით, NBA-ს სეზონი ერთ ქალაქში უნდა დასრულდეს, ანუ ყველა შეხვედრა ერთ ქალაქში უნდა ჩატარდეს და ეს ქალაქი ლას-ვეგასი უნდა იყოს.

მისი თქმით, კალიფორნიის ამ ქალაქს აქვს საკმარისი რაოდენობით სპორტული ინფრასტრუქტურა, რათა ყველა თამაშის მასპინძლობა შეძლოს და ყველა გუნდი გაანაწილოს სხვადასხვა ადგილას.

NBA კორონავირუსის პანდემიის გამო დროებით შეჩერდა. კალათბურთელთა უმრავლესობა ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში იმყოფება. "დალას მავერიქსის" მფლობელმა მარკ ქიუბანმა ცოტა ხნის წინ განაცხადა,
რომ სეზონის განახლებას მაისში ელოდება.

altNBA-ს ფინალების ორგზის MVP კორონავირუსით დაინფიცირდა

მკითხველის კომენტარები / 2 /
საინტერესოა როდიდან გახდა ლას ვეგასი კალიფორნიული ქალაქი?
"ობიექტური შემფასებელი"
03 აპრილი 2020 18:23
0
უცანური მაგრამ საინტერესო
ემირ
24 მარტი 2020 18:21
2

სიახლეები პოპულარული