ზაზა ფაჩულიას 15 ქულა და 20 მოხსნა - აშშ-ში NBA-ს ისტორიული მატჩი გაიხსენეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2012 წლის 25 მარტს, ატლანტაში "სთეით ფერმ არენამ" NBA-ი ერთ-ერთ ისტორიულ შეხვედრას უმასპინძლა, რომელშიც თავი ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ გამოიჩინა.

შეხვედრა უნიკალური იმით იყო, გამარჯვებულის გამოსავლენად 4 ოვერტაიმი გახდა საჭირო და ეს 21-ე საუკუნეში პირველი შემთხვევა გახლდათ, როცა NBA-ს მატჩი 68 წუთს გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ კიდევ 2 ასეთი თამაში ჩატარდა და ორივეში მონაწილეობას "ატლანტა ჰოუქსი" იღებდა.

NBA-ს ისტორიაში, დღეის მონაცემებით, მხოლოდ 10 შეხვედრაში ითამაშეს კალათბურთელებმა 4 ოვერტაიმი. რეკორდი 6 ოვერტაიმია, რომელიც ერთხელ, 1949 წელს დაფიქსირდა. 5 ოვერტაიმი კი
ისტორიაში ორჯერ იყო, ბოლოს 1989 წელს.

რაც შეეხება 2012 წელს გამართულ თამაშს, "იუტა ჯაზის" კალათბურთელებს შეხვედრაში 4-ჯერ შეეძლოთ "გეიმ ვინერი" (მატჩის მომგები) ბურთის ჩაგდება, თუმცა სტუმრებმა 4-ვე შემთხვევაში არაზუსტად ისროლეს.

საბოლოოდ კი, გამარჯვება "ატლანტას" დარჩა და მეტოქე 6-ქულიანი სხვაობით დაამარცხა - 139:133.

ზაზა ფაჩულიამ ამ შეხვედრაში თავის გუნდს 15 ქულა, 20 მოხსნა და 3 ბლოკი მოუტანა. ჯორჯიელთა შორის ყველაზე მეტი ჯო ჯონსონმა ჩააგდო - 37 ქულა.

მომზადებულია sportingnews.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული