"იუტას" ცენტრი რუდი გობერი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც კორონავირუსით დაინფიცირდა, მხარდაჭერის ნაცვლად მას სიკვდილით ემუქრებოდნენ.
"ხალხის დამოკიდებულება ჩემდამი შეიცვალა. მე სიკვდილის მუქარის შემცველ წერილებს ვიღებდი. არ ვპანიკობ, უბრალოდ ვფიქრობ, რომ უნდა მოვიცადო და ეს ყველაფერი ჩაწყნარდება.
ადრე თუ გვიან სიმართლე ყოველთვის ცხადი გახდება. იმ პერიოდში ვირუსის გამო საზოგადოებაში ძალიან დიდი შიში იყო", - ამბობს რუდი.
ზოგიერთი გულშემატკივარი რუდის კორონავირუსის პანიკის გავრცელებაში ადანაშაულებს.