ჯორდანის ექსთანაგუნდელი პიპენი: ჯანდაბა! კობი მაიკლზე უკეთესია!

AutoSharing Option
"ჩიკაგო ბულზის" ყოფილმა ფორვარდმა სკოტი პიპენმა ყოფილი თანაგუნდელი მაიკლ ჯორდანი კობი ბრაიანტს შეადარა. მისი თქმით, კობი მაიკლს ჯობდა.

"კობი ძალიან ნიჭიერი გახლდათ. ძალიან ვბრაზდები, რადგან არ ვეუბნებოდით მას, თუ რამდენად დიადი იყო. ის საუკეთესოობისკენ ილტვოდა და ასე მიისწრაფვოდა გამხდარიყო მაიკლ ჯორდანი.

როცა კობის თამაშებს ვუყურებ, საკუთარ თავს ასეთ ფიქრებში ვიჭერ: "ჯანდაბა! ის ხომ მაიკლზე უკეთესია." აღსანიშნავია ისიც, რომ ბრაიანტი დიდად შრომისმოყვარე არ იყო. ის ლიგაში პირდაპირ სკოლიდან მოვიდა, NCAA-ში არასდროს უთამაშია. ღმერთმა გაანათლოს მისი სული,"- განაცხადა პიპენმა.

მოგეხსენებათ, კობი ბრაიანტი
2020 წლის 26 იანვარს ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით