ვიცოდით და ამდენი ხანი თვალს ვხუჭავდით - ლეგენდარული მწვრთნელის ისტორიული სიტყვა

AutoSharing Option
"სან ანტონიო სპურსის" ლეგენდარულმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე მოვლენების შესახებ გააკეთა კომენტარი და ძალიან ღირსეული სიტყვით წარდგა.

"ამდენი ხნის განმავლობაში ვხედავთ პოლიციის მხრიდან ძალადობასა და რასიზმის გამოვლინებებს, თუმცა არაფერი იცვლება. ეს კი მე მაგიჟებს.

სწორედ ამიტომ ამოიფრქვა საპროტესტო ტალღები. თუმცა შესაბამისი ლიდერისა და პრობლემის გაანალიზების გარეშე, რეალურად მაინც არაფერი შეიცვლება.

თეთრკანიანი ამერიკელები ამ პრობლემის აღიარებისაგან მუდმივად თავს იკავებდნენ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი პრივილეგია იყო, შეგვეძლო ამაზე თვალის დახუჭვა. ესეც აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

დაუჯერებელია, რასაც პრეზიდენტი აკეთებს. ტრამპს
თუ ტვინი აქვს, თუნდაც ის 99%-ით საკუთარ კეთილდღეობაზე იყოს ორიენტირებული, უნდა გამოვიდეს და ისეთი რამ გააკეთოს, რაც ხალხს გააერთიანებს.

თუმცა მას ადამიანთა ერთად ყოფნა სულაც არ ადარდებს, ასეთ მდგომარეობაშიც კი. ის ნამდვილი გიჟია. ტრამპს ის ადარდებს, რაც მას მოუტანს სარგებელს. ის არასდროს იქნება დიდი ადამიანი, ვერც კარგი პიროვნება. მასზე მეტის არაფრის თქმა არ მინდა", - თქვა პოპოვიჩმა.

71 წლის ლეგენდარული სპეციალისტი "სან ანტონიოს" 1996 წლიდან წვრთნის. ის "დეზებთან" ერთად NBA-ს ჩემპიონი 5-ჯერ გახდა. პოპოვიჩი 3-ჯერ დაასახელეს სეზონის საუკეთესო მწვრთნელად.

გრეგის სიტყვა კი იმით არის ისტორიული, რომ მსგავსი შინაარსის განცხადება არასდროს, არცერთ თეთრკანიანს არ გაუკეთებია NBA-ს ისტორიაში, არც კალათბურთელს და მით უმეტეს, არც მწვრთნელს.

მომზადებულია The Nation-ის მიხედვით




მკითხველის კომენტარები / 10 /
მაღაზიების ძარცვას, გადაწვას და ნგრევას არავითარი კავშირი არა აქვს პროტესტთან. ესეთი მაღალ კულტურის ქვეყანაში ველური სახე გამოაჩინეს "მავანმა". დიახ უსაქმურები არიან უმეტესობა, აბა საქმიანი მაღაზიებს გაძარცვავს? როგორც ვიცი ის პოლიციელი უკვე პასუხისგებაშია მიცემული. თბილისშიც შემოაკვდათ პოლიციელებს ახალგაზსდა, რომელიც ეუბნებოდა ცუდად ვარო. თუ არ გაუძალიანდები რატომ დაგახტება ზემოდან პოლიციელი? არ ვამართლებ პოლიციელს, მარა კითხვა მებადება.
G.LA
16:16 02-06-2020
8
დიდი ხანია რაც ქუჩა ლათინოამერიკელებისაა, ციხეც მაგათია, მოკლედ; ხელში აიღეს ამერიკა და თეთრებს რომ ვერ იტანენ და მზად არიან თეთრები შუაზე გაგლიჯონ, ეგეც ხომ ხელისგულზე დევს?...
მაფია იყო მათი შემაკავებელი და ისიც გაქრა, აღარ არის, მორჩა კინო...
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
22:27 02-06-2020
5

სიახლეები პოპულარული