ბითაძის თანაგუნდელმა 53 ქულა ჩააგდო - "ინდიანამ" იმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 2 აგვისტოს გამთენიისას გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსი" "ფილადელფიას" დაუპირისპირდა და მეტოქე 6-ქულიანი სხვაობით დაამარცხა - 127:121.

"პეისერსის" ქართველ ცენტრს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია - გოგამა ტრავმის გამო მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა. მისმა თანაგუნდელმა თი ჯეი უორენმა კი ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა და 53 ქულა მოუტანა თავის გუნდს.

გოგას გარდა, "ინდიანას" კიდევ ერთი ცენტრი, დომანტას საბონისია ტრავმირებული. მათ არ ყოფნაში მაილს ტერნერმა 20 წუთი გაატარა პარკეტზე და 9 ქულას 2 მოხსნას მიამატა.

"ინდიანა პეისერსმა" ამ მოგებით რეგულარულ სეზონში მე-40 გამარჯვება მოიპოვა
და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა. მე-4-ზე მყოფ "მაიამის" 2 მოგებით ჩამორჩება, მე-3-ზე მყოფ "ბოსტონს" კი 3 გამარჯვებით.

სხვა შეხვედრები:

ლოს ანჯელეს კლიპერსი - ნიუ ორლეან პელიკანსი - 126:103

ტორონტო რეპტორსი - ლოს ანჯელეს ლეიკერსი 107:92


მკითხველის კომენტარები / 6 /
თუ ტრამვირებულია სათადარიგო სკამზე რა უნდოდა, კაით რა.
1
რის ტრავმა რატრავმა რაც ამერიკაში ჩავიდა არ უთამაშია და ტრავმა ლოგინში მიიღო
გრიგოლ1408
15:27 02-08-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული