NBA: პლეი-ოფები ფავორიტთა ფიასკოთი გრძელდება - წააგო "ინდიანამაც" [VIDEO]

AutoSharing Option
NBA-ს პლეი-ოფის სტადია ახალგაზრდების ვარსკვლავებით დაიწყო და ფავორიტთა მარცხით გრძელდება - ორივე კონფერენციის გამარჯვებულმა პირველი მატჩები წააგო.

სერიაში პირველი შეხვედრა დათმო გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსმა" - "მაიამი ჰიტთან" 12-ქულიანი სხვაობით დამარცხდა - 101:113. სამწუხაროდ, ქართველ ცენტრს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

წააგო აღმოსავლეთ კონფერენციის გამარჯვებულმა "მილოუკი ბაქსმა". ჩრდილოელები "ორლანდო მეჯიქთან" 12 ქულით დამარცხდნენ - 110:122.  იანის ანტეტოკუნმპომ 31 ქულა, 17 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. გამარჯვებულთა შორის კი საუკეთესო ნიკოლა ვუჩევიჩი იყო 35 ქულით, 14 მოხსნითა და 4 ასისტით.

დღის
ფავორიტებიდან მხოლოდ "ჰიუსტონ როკეტსმა" მოიგო. ჯეიმს ჰარდენის ლიდერობით, ტექსასელებმა "ოკლაჰომა" დაჯაბნეს: 123:108. "წვერამ" ვესტბრუქის არყოფნაში გუნდს 37 ქულა და 11 მოხსნა მოუტანა. დამარცხებულთა შორის იტალიელმა დანილო გალინარიმ 29 ქულა ჩააგდო.

დამარცხდა NBA-ს ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი "ლოს ანჯელეს ლეიკერსი". კალიფორნიელებს ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა დამიენ ლილარდმა და "პორტლენდის" კომპანიამ აჯობა - 100:93. ლებრონ ჯეიმსმა სამმაგი დუბლით დაასრულა შეხვედრა - 23 ქულა, 17 მოხსნა, 16 ასისტი. ენტონი დევისს 28 ქულა და 11 მოხსნა ჰქონდა. გამარჯვებულთა შორის საუკეთესო, რასაკვირველია, დამიენ ლილარდი იყო 34 ქულით.


დღეს, 19 აგვისტოს, "ტორონტო" "ბრუკლინს" დაუპირისპირდება, ხოლო "დენვერი" - "იუტას".

მკითხველის კომენტარები / 5 /
რო ვუყურებ რაღაც შოუს გავს. WWE ს მაგონებს უაზროდ დადგმულ სპექტაკლს. თან ამდენი რეკლამა ტვინის ამხდელია,გავიგე რეკლამა ფულია მაგრამ ზედმეტია. :))))
Auuuuu
04:31 20-08-2020
0
ინდიანა ფავორიტი როდის გახდა?
ერთი დინამო იყო ფავორიტი ტირანასთან და მეორე ესენი. :D
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული