NBA - პროგნოზები

AutoSharing Option
ჩვენი დროით 02:30 საათი - NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის პლეი-ოფის მეორე რაუნდის მეორე შეხვედრა "მაიამი ჰიტსა" და "მილუოკი ბაქსს" შორის.
პირველი მატჩის წაგებით ,,განრისხებული" იანის ანტეტოკოუნმპო აუცილებლად იბრძოლებს რევანშისთვის და, წესით, ექნება იმაზე გაცილებით მეტი მონაგარი, ვიდრე წინა თამაშზე ჰქონდა (18 ქულა, 10 მოხსნა, 9 გადაცემა). ეს სცენარი ძალიან რეალურია, რადგან ამ ბიჭს ,,შურისძიება" ახასიათებს და კარგადაც გამოსდის. შეუტევს ძალიან ბევრს (პირველში მხოლოდ 12-ჯერ შეუტია) და ეს იქნება "ბაქსის" გამარჯვების გასაღები, რადგანაც თუ იანისი თამაშობს, თამაშობს "ბაქსიც".

რაც შეეხება "მაიამი ჰიტს",
გორან დრაგიჩის 27 და ჯიმი ბატლერის 40 ქულები ,,გავარდნა" იყო? შესაძლოა, დრაგიჩის მონაგარს, ცოტა არ იყოს, ასეთი ელფერი დაჰკრავს, მაგრამ ბატლერი უზომოდ მოტივირებულია, არავის გაგიკვირდეთ მისგან ხელახალი სიგიჟე. ერთი ფაქტი ისაა, რომ მაიამელები მილუოუკელთა ცენტრს, ბრუკ ლოპესს, თითქმის უმეთვალყურეოდ ტოვებენ, რადგან ბემ ადებაიო მთლიანად ანტეტოკოუნმპოს დაცვაზეა გადართული და ამან შეიძლება თავისი უპირატესობა მოუპოვოს ,,ირმებს".

მოკლედ რომ ვთქვათ, წესით, "ბაქსმა" უნდა მოიგოს და იანისს უხვქულიანი შეხვედრა უნდა ჰქონდეს.

გადავინაცვლოთ დასავლეთ კონფერენციაში, სადაც, წესით, ნამდვილი ,,ჩეხა" იქნება "ჰიუსტონ როქეთსსა" და "ოკლაჰომა სითი სანდერსს" შორის - Game 7.
ლოგიკას თუ მივყვებით, ჰიუსტონელებმა უნდა მოიგონ და ეს მოგება საკმაო უპირატესობითაც იქნება, რადგან თავიდანვე ეცდებიან, წინ გავიდნენ და უპირატესობა შეინარჩუნონ. მატჩი აუცილებლად იქნება უხვქულიანი.

ტექსასელებმა თუ კრის პოლი ,,გააჩერეს", ჩათვალეთ, რომ OKC ჩამოშლილია და რასელ უესტბრუკის მთავარი დავალება სწორედ ეს იქნება. გარდა ამისა, რობერტ კოვინგტონს მოუწევს დანილო გალინარის მეურვეობა.

წესით და რიგით, "ჰიუსტონ როქეთსმა" დიდი ფორით უნდა მოიპოვოს გამარჯვება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული