5 სექტემბრის NBA-ის საფლეიოფო თამაშები მაიამი ჰიტისა და მილუოუკ ბაქსის სერიის მესამე დაპირისპირებით გაიხსნება. ,,ირმები" საშინელ წნეხში არიან, პირდაპირ რომ ვთქვათ, რადგან 2-0-ს აგებენ, წინა შეხვედრაც, სულ, 2 ქულით წააგეს. ეს კი ნიშნავს, რომ პარკეტზე გაბრაზებულ იანის ანტეტოკოუნმპოს ვიხილავთ, რომელიც, ისევ, ბევრს შეუტევს და დაწყებული საქმის დასრულებას ეცდება. ჩვენ ვნახავთ ორივე მხარეს პერიმეტრზე გამაგრებულ ვინგებს, რადგან ერთი გუნდიც და მეორეც პერიმეტრიდან ძალიან ეფექტურია, განსაკუთრებით - ჰიტი. წესით, კარგად ითამაშებს ჯიმი ბატლერი, მაგრამ 30+ ქულათა მონაგარს ვერ დადებს. თამაში, კვლავინდებურად, ქულა-ქულაში
წავა და, ლოგიკურად, ბაქსის გამარჯვებით დასრულდება, თუმცა, დიდი ფორა არ იქნება. სავარაუდოდ, კვლავ, 230+ ქულათა ჯამს ვიხილავთ ორივე გუნდის მხრიდან. არის ვარაუდი, რომ იანისი მსუყე ციფრებს დააფიქსირებს, განსაკუთრებით - ქულებში.
დასავლეთ კონფერენციის მეორე რაუნდი, სადაც პროგნოზი რთული არ არის, რადგან სრულფასოვნად დასვენებული ლოს ანჯელეს ლეიკერსი აშკარა ფავორიტია ,,გადაღლილი" ჰიუსტონ როქეთსთან, რომელმაც ურთულესი 7 მატჩიანი სერია ჩაატარა ოკლაჰომა სითი სანდერთან.
ჯეიმს ჰარდენისთვის დიდი პასუხისმგებლობაა ეს სერია, რადგან, გამარჯვების შემთხვევაში, არაპრაგმატულად, ბევრ რამეს დაამტკიცებს. ეს იქნება ,,ჯახი" სადაც ჰარდენი და რასელ უესტბრუკი დაუპირისპირდებიან ,,მონსტრს", რომლის დამარცხებაც ყველასთვის სახელია, შესაბამისად, მათი დაძაბულობა პიკს მიაღწევს, განსაკუთრებით - პირველ თამაშში. ეს იქნება შეხვედრა, სადაც ჰიუსტონ როქესთმა თუ ვერ მოიგო, ფორით დამარცხდება და, სადღაც, მეოთხე მეოთხედის მესამე წუთზე ,,გატყდება". ფავორიტი ლეიკერსია, თუმცა, როქეთსი მისთვის იოლი გასეირნება არ იქნება. თამაში, წესით, უხვქულიანი არ გამოდგება.