NBA - პროგნოზები - (12 სექტემბერი)

AutoSharing Option
12 სექტემბრის NBA-ის თამაშების პროგნოზები.

დასავლეთ კონფერენცია - ლოს ანჯელეს კლიპერსი - დენვერ ნაგეთსი (3-1 სერიაში)
წინა თამაშში ძალიან დაჯაბნა კლიპერსმა დენვერი, განსაკუთრებით - დაცვაში და ამის გამეორებას ისევ ეცდება, თუმცა, ნაგეთსი, წესით, აღარ უნდა წამოეგოს იგივე ანკესს, რაც ნიშნავს, რომ იქნება ბევრი Hანდ Oფ მათგან. ეს კი, ჯამალ მარეის და გარი ჰარისის თავისუფალ სასროლ სიტუაციებში გაყვანას გულისხმობს. თუ ეს გამოვიდა და, სავარაუდოდ, უნდა გამოვიდეს, დენვერ ნაგეთსი მოიგებს, რადგან უკანახაზელების მონაგარს დაემატება ნიკოლა იოკიჩის კარგი თამაში, რასაც ლოს ანჯელესელები ინერტულად
უდგანან.
ეს იქნება ურთულესი, მოგება, რომლის შედეგსაც კლიპერსი, შემდეგი თამაშისთვის, უბრალოდ,  ,,გადაღეჭავს". შეხვედრა უხვქულიანი გამოდგება.
ისევ, კარგად იმოქმედებს კავაი და ბევრად უკეთესო იქნება ქულებში პოლ ჯორჯი.

აღმოსავლეთ კონფერენცია - ბოსტონ სელტიქსი - ტორონტო რეპტორსი (3-3).
რატომაა ამ გეიმ 7-ში ფავორიტი რეპტორსი? იმიტომ, რომ მათი მოტივაცია ბევრად ენთუზიაზმით სავსეა, ვიდრე - სელტიქსის. ამ ბიჭებმა უნდა დაამტკიცონ, რომ შარშანდელი ჩემპიონობა, მხოლოდ, კავაი ლეონარდმა არ განაპირობა და ეს გუნდი ღირსია, ფავორიტის სტატუსი ჰქონდეს.
აქაც ბევრი ქულა ჩავარდება და, ამჯერად მაინც, ძალიან კარგი შეხვედრა ექნება კანადელთა მძიმე ფორვარდს, პასკალ სიაკამს. ეს ფაქტორი კი, მატჩის ბედის განმსაზღვრელიც შეიძლება, აღმოჩნდეს.
გარდა ამისა, ბოსტონელები გაცილებით ნაკლებად გამოცდილები არიან და ამას ზედმეტი ახსნა არ სჭირდება.
სავარაუდოდ, ცუდი პროცენტით შეუტევს კაილ ლოური. მისი ოპონენტი, კემბა უოლქერი კი, ბრწყინვალე იქნება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბოლო-ბოლო აუღეთ ალღო რა "ტოტალიზატორობანას" თამაშობენ?ლეიკერსი და კლიპერსი რასაც უნდა იმას შვებიან,როცა უნდათ იგებენ,როცა უნდათ აგებენ.აი მეორე პროგნოზში კი სრულიად ჩაფლავდით,მაქ მართლაც ნამდვილი ბრძოლა იყო,ბოლო 10 წუთი ისეთ დაცვას თამაშობდნენ ერთმანეთს ბურთს არ აგდებინებდნენ და ბოლოს სმარტის დაფარებამ გადაწყვიტა ყველაფერი,და საერთოდაც თუ სერიოზულ დაცვას ითამაშებენ გუნდები (რაც აშკარად შეუძლიათ) ბევრი ქულა ძან იშვიათად ჩავარდება,ხოლო ორივე გუნდი 100 ქულას თითქმის ვერც ერთ თამაშში ვერ აცდება.
alex
10:38 12-09-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული