NBA - პროგნოზები (13 სექტემბერი)

AutoSharing Option
13 სექტემბრის NBA-ის თამაშების პროგნოზები.

დასავლეთ კონფერენცია - ლოს ანჯელეს კლიპერსი - დენვერ ნაგეთსი (3-2 სერიაში)
კლიპერსი, უბრალოდ, არ დაუშვებს ბოლო თამაშის სცენართან მიახლოებულის გამეორებასაც კი, როდესაც პირველი 3 მეოთხედის შემდეგ, ინერტულად ათამაშდა და შეხვედრა წააგო. ეს იქნება პერიმეტრის დაცვისა და იმპროვიზაციის ზღვა, რომელსაც ნაგეთსი ვერ გაუძლებს, თუმცა, თამაში ქულა-ქულაში წავა, იქნება უხვქულიანი და ყველაფერი უკანასკნელი მეოთხედის ბოლო 2 წუთში გაირკვევა. სავარაუდოდ, კლიპერსი მოიგებს.

აუცილებლად კარგ ციფრებს დადებენ კავაი ლეონარდი, პოლ ჯორჯი
და ნიკოლა იოკიჩი.

დენვერი აღარ ორიენტირდება დაცვაზე, ვინგები და უკანახაზელები ბევრს შეუტევენ, თუმცა, პროცენტში გაუჭირდებათ.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული