ლებრონის ნამდვილი მამა - ლებრონ მაქლილენდი?

AutoSharing Option
#Sixth_Man

ფოტოზე, მარჯვნივ მყოფს, წარდგენა არ სჭირდება, მაგრამ ვინაა მარცხენა მხარეს?
იდეაში, ისაა, ვინც თქვენ გგონიათ. მოდით, გავყვეთ თემას.

მოკლედ, როგორც მოგეხსენებათ, ლებრონ ჯეიმსის ყმაწვილკაცობამ, ფაქტობრივად, უმამოდ ჩაიარა. მამის ვინაობა დიდხანს დაზუსტებული არც კი გახლდათ და არსებობდა რამდენიმე ვარიანტი:

ნეით თარმონდი (კალათბურთის მოყვარულებს გემახსოვრებათ, თუ არა და, დაგუგლეთ).
მხოლოდ იმიტომ მიაწერენ ლებრონის მამობას, რომ გარკვეული ვიზუალური მსგავსება აქვთ. არანაირი თანმკვეთი ისტორია არ გააჩნია ნეითს ბრონის დედასთან.

უილტ ჩემბერლეინი.
კაცმა თქვა, 20 000 ქალთან მქონდა სექსიო და იქნებ ერთ-ერთის შედეგი ლებრონი
აღმოჩნდა?
არც ესაა საფუძვლიანი არგუმენტი, ბუნებრივია.

პ.ს. ჯეიმსის რა გითხრათ, მაგრამ დაგუგლეთ: Wilt Chamberlain & Otto Porter და საინტერესო რამეს აღმოაჩენთ.

როლანდ ბიუინსი.
თუ მის ფოტოს დააკვირდებით, მიხვდებით, რამხელა მსგავსებაა მასსა და ბრონს შორის. ისიც გავრცელდა, რომ როლანდს ურთიერთობა ჰქონდა ჯეიმსის დედასთან და თავის დროზე საფუძვლიანად მიიჩნეოდა ლებრონის მამად, თუმცა...

ენტონი მაქლილენდი (ფოტოს მარცხენა მხარეს მყოფი).
საბოლოოდ, გაირკვა, რომ სწორედ, ისაა ლებრონის ნამდვილი მამა და ეს "მეფემაც" დაადასტურა. ენტონი ცოტა ხნის წინ ციხეში გარდაიცვალა.

ანუ - ლებრონ თარმონდი? ლებრონ ჩემბერლეინი? ლებრონ ბიუინსი? ლებრონ მაქლილენდი?

კი - ლებრონ მაქლილენდი, რეალურად.

არა! აშკარად, ლებრონ ჯეიმსი ჯობია.

წყარო: Sixth Man - ბლოგი კალათბურთზე