მაიამიმ შანსი გაანიავა, წავედით მეექვსე მატჩზე

AutoSharing Option
AUTO PLAY
საკმაოდ დაძაბული სერია მიდის NBA-ს დასავლეთ კონფერენციაში. ბოსტონ "სელტიქსმა" სერიაში ჩამორჩენა ერთით გაქვითა (2-3) და ანგარიშით 121-108 მოიგო მაიამი "ჰიტის" წინააღმდეგ.
უკვე, მეხუთე თამაშია, ბრწყინვალე ინდივიდუალურ და სისტემურ დაცვას თამაშობს ბოსტონი, შედეგად, მაიამელებმა საკმაოდ მცირე რაოდენობით შეუტიეს:
გორან დრაგიჩი - 23 ქულა
დანკან რობინსონი - 20 ქულა
ჯიმი ბატლერი - 17 ქულა, 8 მოხსნა, 8 გადაცემა
ბემ ადებაიო - 13 ქულა, 8 მოხსნა, 8 გადაცემა
ჯეი კრაუდერი - 14 ქულა, 6 მოხსნა
ტაილერ ჰიროუ - 14 ქულა
ბოსტონ სელტიქსი:
ჯეისონ
ტეიტუმი - 31 ქულა, 10 მოხსნა, 6 გადაცემა
ჯეილენ ბრაუნი - 28 ქულა, 8 მოხსნა
კემბა უოლქერი - 15 ქულა, 7 გადაცემა
დენიელ თაისი - 15 ქულა, 13 მოხსნა, 3 დაფარება
მარკუს სმარტი - 12 ქულა, 8 მოხსნა, 8 გადაცემა
ფაქტია, კალიბრით ორივე გუნდი იდეალურად ერგება ერთმანეთს დაცვაში და, შესაბამისად, მაიამი ჰიტი ისე ლაღად ვერ მოქმედებს ჩვეული სტილით, როგორც - აქამდე. ეს კი ნიშნავს, რომ წინ უდაძაბულესი მატჩი ან მატჩები გველოდება.
სიახლეები პოპულარული