გოგა ბითაძეს ჯოკერის ბანქო ამოუვიდა

AutoSharing Option
დღეს, 2 ოქტომბერს, ქართველთათვის სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა - "ინდიანა პეისერსი" ცენტრ მაილს ტერნერის გაცვლას გეგმავს.

თუ ეს ტრანსფერი შედგება, გოგა გუნდში მეორე ცენტრი გახდება. შესაძლოა, ძირითადი 5 ნომერიც კი იყოს, თუ საბონისი მსუბუქი ფორვარდის პოზიციას დაიკავებს. ამ შემთხვევაში, ახალგაზრდა ქართველი თავისთვის სასურველ 20-22 წუთს მიიღებს.

რატომ იქნება ეს კარგი?

გოგა დრაფტზე  სწორედ "ინდიანამ" აირჩია, სადაც საკმაოდ ძლიერი მაღლები ასპარეზობდნენ. ამიტომ მისი სათამაშო დრო მაქსიმუმ 5 წუთი იყო. ამას ემატებოდა G ლიგაში გადასვლა, სადაც არცთუ ისე მაღალი დონეა სათამაშოდ.

ასევე, შესაძლოა
"ინდიანა პეისერსში" მწვრთნელად მაიკლ დეანტონი მივიდეს, რომლის სათამაშო ფილოსოფიაც 3-ქულიანი შეტევებია. ის წლების განმავლობაში "ჰიუსტონს" წვრთნიდა და ბოლო სეზონში გუნდის ძირითადი ცენტრი გაცვალა, რათა ხუთივე კალათბურთელს 3-ქულიანის სროლა შეძლებოდა.

თუ მაიკლი "პეისერსს" ჩაიბარებს, გოგას კარგი შესაძლებლობა გაუჩნდება, რადგან მისი სასროლი სელექცია დეანტონის ფილოსოფიას ეწყობა. ბითაძეს საშუალო და 3-ქულიანი ხაზიდან სროლა კარგად გამოსდის. ამიტომ დიდია შანსი, რომ "ჰიუსტონის'' ექსმწვრთნელმა მოსვლის შემთხვევაში გოგა ჯოკერად გამოიყენოს. ბითაძის მსგავსი მოძრავი ცენტრი, კარგი სროლითა და დაცვით, დეანტონის სტილის მწვრთნელისთვის დიდი ფუფუნებაა.

altგასოლის ამერიკული თავგადასავალი დასრულდა

altNBA: "მეფემ" მეოთხე ბეჭდისკენ ტრიუმფალური სვლა დაიწყო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
საინტერესო მოსაზრებებმა გაიჟღერა, თუმცა ადრე ითქვა რო რაღაცა სამმაგი ტრეიდი უნდა იყოსო და ვესტრბრუკსაც აკავასირებდნენ ინდიანას ტრეიდის შემდეგ
რა მაფიაა?
03 ოქტომბერი 2020 01:37
1
მამაცხონებულნო ტერნერის გაცვლას სად და ვისთან აპირებენ ისიც გაგერკვიათ და მერე გეკეთებინათ ანალიზი. იქნებ ისევ კონკურენტი მოჰყავთ?! მაგალითად ვინმე გამოცდილი მაღალი, რომელიც გაცვლის შემადგენელი ნაწილი იქნება. სახელფასო ჭერი კი მგონი შევსებულიც არა აქვს.
emigranti
03 ოქტომბერი 2020 00:00
1
არც ტერნერი ისვრის ცუდად სამქულიანს და მოედანზეც, უფრო მოძრავად მოჩანს.არც ასაკი აქვს დიდი.არ მესმის რატომ უნდა გაუშვას?თუ გაყიდვით ფულის შოვნა და ამ ფულით სხვა პოზიციის გაძლიერება უნდათ,ეს სხვა საქმეა.გოგას ფასი,ტერნერზე დაბალი აქვს,ხოლო პერსპექტივაში,მისი ჩანაცვლება თავისუფლად შეუძლია.ალბათ ეს არის აზრი.
სოსო
02 ოქტომბერი 2020 19:49
2
NBA-ში კალათბურთელებს არ ყიდიან, კალათბურთელებს ან მომავალ დრაფტის პიკებს ცვლიან, თანაც სახელფასო ჭერის გათვალისწინება უწევთ.
გუგა
02 ოქტომბერი 2020 22:24
0

სიახლეები პოპულარული