21 წლის წინ ამ დღეს მსოფლიო კალათბურთის ლეგენდა გარდაიცვალა

AutoSharing Option
ზუსტად 21 წლის წინ მსოფლიო კალათბურთის ლეგენდა ვილტ ჩემბერლენი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. 

კარიერულად მის ანგარიშზე 31 419 ქულა, 23 924 მოხსნა და 4 643 გადაცემა იყო. საშუალოდ ის მატჩში 30.1 ქულასა და 22.9 მოხსნას აგროვებდა.

მას მოგებული აქვს აბსოლუტურად ყველა ტიტული, რაც შეიძლება მოიგო კალათბურთში. მეტსაც გეტყვით, მისი კარიერული ციფრები დაუჯერებელს უფრო ჰგავს.

მისი ნომერი 4-მა გუნდმა ამოიღო ხმარებიდან. 

მისი წარმოუდგენელი რეკორდებიდან, ალბათ, ყველაზე ხმაურიანი 100-ქულიანი მატჩია.

1999 წლის 12 ოქტომბერს მსოფლიო კალათბურთმა დაკარგა ლეგენდარული ვილტ ჩემბერლენი.

altლებრონ ჯეიმსი პირობას ყოველთვის ასრულებს

ტეგები: