"ლებრონ ჯეიმსს ორივე ფინალში ვაჯობე და თუ ის საუკეთესოა, მე ვინ გამოვდივარ?!"

AutoSharing Option
"ბრუკლინის" ფორვარდმა კევინ დურანტმა ნათელყო, რომ "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერ ლებრონ ჯეიმსს NBA-ს ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ არ მიიჩნევს.

"ხალხი ჩემ მიერ მოპოვებული ჩემპიონობის მნიშვნელობის დაკნინებას ცდილობს, თუმცა, სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენს ეპოქაში ეს ტიტულები ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია.

ვიღაცები ამბობენ, რომ ლებრონი კალათბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა. ფინალში ზედიზედ ორჯერ შევხვდი და ორივეჯერ დავამარცხე. თუ ის საუკეთესოა, მე რა უნდა მიწოდონ?" - განაცხადა დურანტმა.

კევინ დურანტმა NBA-ს ბეჭდები "გოლდენ სტეიტ უორიორსში" თამაშისას მოიპოვა. 2019 წელს კი "ბრუკლინ ნეთსში" გადავიდა, თუმცა ახალ
გუნდში ტრავმის გამო არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია.

მომზადებულია NetsDaily-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 14 /
კარგი ერთი? საინტერესოა ეს თვითონ მოიფიქრა თუ დაეხმარნენ? მოგებულ ფინალში სმიტი და ლავი რომ ჰყოლოდა ლებრონს მერე ვნახოთ როგორ იჭიკჭიკებდნენ მერე რა მოხდა 18-ში ფლეიოფის დროს 2 კვირიანი ტრამვა და დაასრულა ის სეზონი მერე წამოვიდა ლეონარდი რომელიც უგებდა სერიას 2:0 ლეონარდმაც ტრამვა მიიღო გაუმართლათ და მოიგეს
მერაბი
12 დეკემბერი 2020 21:27
0
ახლოს არ ხარ ლებრონთან რო იცოდე დურანტულა..... ლებრონი არის მოქმედი ლეგენდა და ლეგენდების მ,ეფე...
reali
05 დეკემბერი 2020 10:18
0
Tazo აქ ლაპარაკი ძალიან მაგარ,უმაგრეს კალათბურთელებზეა ლაპარაკი და არა კალათბურთის ღმერთზე.
sake
17 ნოემბერი 2020 18:45
0
რას მელაპარაკები ეს ხომ 2008 წლიდან თამაშობდა 2016 წლამდე თანდერში იქ ხომ აჩერებდა და გადიოდა ფინალებში და უგებდა ლებრონს დაპირისპირებას
ლიქსო საუ
28 ოქტომბერი 2020 22:53
1
ლებრონი თუ ისტორიაში საუკეათესოა მაშინ ჯორდანი??
Tazo
28 ოქტომბერი 2020 18:40
2
ისე მართლა მაინტერესებს რითი ჯობია ჯეიმსი დურანტს? რამე სტატისტიკა არსებობს, პროცენტული მაჩვენებლები აქვს უკეთესი თუ უბრალოდ გემოვნების საკითხია? ნუ ტიტულებს რო არ ვითვალისწინებთ გასაგებია.
SL
28 ოქტომბერი 2020 18:17
4
კაი ხარ,მაგრამ ჩქარი ხარ!!!
ჯემალ გაგნიძე
28 ოქტომბერი 2020 17:36
0
დეიკომ დაარიგა ასე თქვიო
irakli
28 ოქტომბერი 2020 17:12
3
ეს ეტყობა დედიკომ უთხრა
irakli
28 ოქტომბერი 2020 17:11
5
დიურანტიც და ლებრონიც ორივე საუკეთესოები არიან! ამიტომ ლებრონი თუ მეფეა, მაშინ კევინიც მეფეა! მოკლედ ნბა, მეფუნიებით არის სავსე!
aburjga
28 ოქტომბერი 2020 14:34
4

სიახლეები პოპულარული