"ლებრონ ჯეიმსს ორივე ფინალში ვაჯობე და თუ ის საუკეთესოა, მე ვინ გამოვდივარ?!"

AutoSharing Option
"ბრუკლინის" ფორვარდმა კევინ დურანტმა ნათელყო, რომ "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერ ლებრონ ჯეიმსს NBA-ს ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ არ მიიჩნევს.

"ხალხი ჩემ მიერ მოპოვებული ჩემპიონობის მნიშვნელობის დაკნინებას ცდილობს, თუმცა, სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენს ეპოქაში ეს ტიტულები ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია.

ვიღაცები ამბობენ, რომ ლებრონი კალათბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა. ფინალში ზედიზედ ორჯერ შევხვდი და ორივეჯერ დავამარცხე. თუ ის საუკეთესოა, მე რა უნდა მიწოდონ?" - განაცხადა დურანტმა.

კევინ დურანტმა NBA-ს ბეჭდები "გოლდენ სტეიტ უორიორსში" თამაშისას მოიპოვა. 2019 წელს კი "ბრუკლინ ნეთსში" გადავიდა, თუმცა ახალ
გუნდში ტრავმის გამო არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია.

მომზადებულია NetsDaily-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 14 /
კარგი ერთი? საინტერესოა ეს თვითონ მოიფიქრა თუ დაეხმარნენ? მოგებულ ფინალში სმიტი და ლავი რომ ჰყოლოდა ლებრონს მერე ვნახოთ როგორ იჭიკჭიკებდნენ მერე რა მოხდა 18-ში ფლეიოფის დროს 2 კვირიანი ტრამვა და დაასრულა ის სეზონი მერე წამოვიდა ლეონარდი რომელიც უგებდა სერიას 2:0 ლეონარდმაც ტრამვა მიიღო გაუმართლათ და მოიგეს
მერაბი
21:27 12-12-2020
0
ახლოს არ ხარ ლებრონთან რო იცოდე დურანტულა..... ლებრონი არის მოქმედი ლეგენდა და ლეგენდების მ,ეფე...
reali
10:18 05-12-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული