ნიკოლა იოკიჩის ფანტასტიკური ციფრები და პირველი გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 29 დეკემბერს, "დენვერ ნაგეტსმა" "ჰიუსტონ როკეტსს" უმასპინძლა და 124:111 დაამარცხა. 

მასპინძელთა რიგებიდან საოცარი ციფრები დააფიქსირა გუნდის ლიდერმა ნიკოლა იოკიჩმა, რომელმაც 19 ქულა, 12 მოხსნა, 18 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. 

კარგი მატჩი ჩაატარა ასევე ჯამალ მარიმაც, რომელმაც გუნდს 21 ქულა, 5 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მოუტანა. 

"ჰიუსტონის" ლიდერის, ჯეიმს ჰარდენის შესანიშნავი თამაშით გუნდმა კვლავ ვერ მოიგო და დასავლეთ კონფერენციაში ბოლო, მე-
15 ადგილზე იმყოფება. 

ჯეიმსის ანგარიშზე 34 ქულა, 6 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა გახლდათ.

კვლავ კარგი იყო გუნდის ახალწვეული კრისტიან ვუდი, რომელმაც გუნდს 23 ქულა, 3 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მოუტანა. 

"ნაგეტსი" 1 გამარჯვებითა და 2 მარცხით ბოლოსწინა, მე-14 ადგილს იკავებს. 

alt"საუკეთესო ახალგაზრდამ" მძიმე ტრავმა მიიღო, მისმა გუნდმა მაინც იმარჯვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
სასიამოვნოა რომ ევროპული კალათბურთის წარმომადგენლები ასეთდონეზე ათამაშდნენ და უკვე ტოლს არ უდებენ ამერიკელ კალათბურთელებს იანისი, დონჩიჩი, პორკინზისი, რაც შეეხება იოკიჩს თამამად შეიძლება დააყენო ისეთი ცენტრების გვერდით როგორიცაა დევისი, გასოლი, (ჩემთვისმაინხ ტიმიაცენტრის ეტალონი არც შაკილი არც ჯაფარი ტიმი უჭკვიანესი კალათბურთელი) იოკიჩს ჯერ ყველაფერი წინაა აქვს იმედია ბეჭდებს თუარაბეჭედსმაინც დაიმსახურებს.
კახა
30 დეკემბერი 2020 02:17
0
ბითაძე აი ვის უნდა მიბაძო და არ იკოტრიალო კრაოტზე.
jjj
29 დეკემბერი 2020 17:45
2
რისი ჯაბარი და რისი ადმირალი, იოკიჩი უკვე არის ყველა დროის საუკეთესო ცენტრი. ტალანტი!
29 დეკემბერი 2020 17:22
0
გემოვნების საკითხია მე მაგალითად საბონისი მირჩევნია.
tas
29 დეკემბერი 2020 18:47
3

სიახლეები პოპულარული