რა სჭირს "ბრუკლინს"? გუნდის მე-6 მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 11 იანვარს, "ბრუკლინ ნეტსმა" "ოკლაჰომა სითის" უმასპინძლა. მატჩი სტუმრების გამარჯვებით, 129:116 დასრულდა. 

გამარჯვებულთა რიგებიდან საუკეთესო "თანდერის" ლიდერი შაი გილოს ალექსანდერი გახლდათ, რომელმაც გუნდს 31 ქულა, 6 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოუტანა. 

ჰამიდუ დიალოს ანგარიშზე 25 ქულა, 3 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და ამდენივე ჩაჭრა გახლდათ. 

ალ ჰორფორდის მონაგარი 22 ქულა, 6 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1-იც დაფარება იყო. 

რაც შეეხება "ბრუკლინს", გამოირჩა კევინ დურანტი. კევინმა ყოფილ კლუბს 36 ქულა, 11 მოხსნა,
4 გადაცემა და 1 დაფარება ჩაუგდო. 

კარის ლევერტის ანგარიშზე 21 ქულა, 4 მოხსნა და 6 გადაცემა გახლდათ. 

11 თამაშის შემდეგ "ბრუკლინს" 5 გამარჯვება და 6 მარცხი აქვს. ამჟამად სუპერგუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილს იკავებს. 

რაც შეეხება "ოკლაჰომას", "თანდერი" 5 მოგებით და 4 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში 8 ადგილზე იმყოფება.

სხვა თამაშის ანგარიშები: 

"იუტა" - "დეტროიტი" 96:86

"ჩიკაგო" - "კლიპერსი" 127:130

"დენვერი" - "ნიუ იორკი" 114:89

"ლეიკერსი" - "ჰიუსტონი" 120:102

"სან ანტონიო" - "მინესოტა" 88:96

"ტორონტო" - "გოლდენ სტეიტი" 105:106
მკითხველის კომენტარები / 2 /
საშუალო 32 ქულა მეოთხედში არ უნდა გაუშვა თუ გინდა შეხვედრის მოგება და თუ გაუშვებ შენც უნდა ჩააგდო ეს ვერ მოახერხეს
მერაბი
19:40 12-01-2021
0
ყოჩაღ დურანტი! კალათში, ბურთის მაგიერ, ქულებს, მოხსნებს, გადაცემებს და დაფარებებს ყრის!
გულშემატკივარი
18:40 11-01-2021
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული