ევროპელების სუპერ დაპირისპირება მოქმედი MVP-ის სასარგებლოდ დასრულდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 16 იანვარს, "მილუოკი ბაქსმა" "დალას მავერიქსს" უმასპინძლა და 112:109 დაამარცხა. 

მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და გამარჯვებული ბოლო წამებზე გაირკვა, როდესაც ლუკა დონჩიჩის ცენტრიდან ნასროლი ბურთი კალათში არ ჩავარდა. 

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო იანის ანტეტოკუმპო გახლდათ. ბერძენმა 31 ქულა, 9 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. 

კრის მიდლტონის ანგარიშზე 25 ქულა, 8 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა გახლდათ.

რაც შეეხებათ სტუმრებს, "მავერიქსიდან" გუნდის სლოვენიელი ლიდერი ლუკა დონჩიჩი გამოირჩა, რომელმაც თავი 28 ქულას, 9 მოხსნას და 13 შედეგიან გადაცემას მოუყარა. 

ტიმ
ჰარდევეი ჯუნიორის ანგარიშზე 22 ქულა, 6 მოხსნა და 1 ჩაჭრა გახლდათ. 

13 თამაშის შემდეგ, "მილუოკი" 9 გამარჯვებითა და 4 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილს იკავებს, ხოლო "დალასი" 11 თამაშში 6 გამარჯვებით და 5 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება. 


altსტეფ კარის 35 ქულა და ზედიზედ მეორე მარცხი [VIDEO]

altკავაი ფორმაში შედის, ჯორჯი პირობას ასრულებს! კლიპერსის მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება [VIDEO]

 

მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგდენ მოხსნას როგორ აგროვებს?
dsag
18:11 16-01-2021
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული