გოგას წუთები გაეზრდება - ბითაძის კარგი შანსი

AutoSharing Option
ასე ხდება ხოლმე, ერთი ტრავმას იღებს, მეორე კი ავტომატურად შანსს - "ინდიანა პეისერსის" ერთ-ერთ ცენტრს, მაილს ტერნერს მაჯა აქვს დაზიანებული, რაც იმას ნიშნავს, რომ გოგა ბითაძეს სათამაშო წუთები გაეზრდება.

წინა სეზონში ახალგაზრდა ქართველმა ცენტრმა მიღებული შანსები ყოველ ჯერზე ნაყოფიერად ვერ გამოიყენა, მაგრამ იმედია, გოგა ახლა ამას მოახერხებს.

ამერიკული წყაროები წერენ, რომ ტერნერს ოპერაცია არ დასჭირდება, თუმცა, სავარაუდოდ, 2 კვირა მაინც ვერ ითამაშებს. ეს, მინიმუმ, 9 შეხვედრაა და გოგამ ასეთი შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვას.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 7 /
დროა დაახვიო და ევროპაში დაბრუნდე თორემ მანდ პენსიაში ისე გახვალ წესიერად არც გათამაშებენ.
ასე მგონია.
13:07 21-01-2021
1
ითამაშა დილით ინდიანამ და მერე? წუთებში 0:00. იმედია ჯანმრთელად არის. ხომ უნდა გაგიმართლოს და ესეთ გუნდში მოხვდე, სადაც შენს პიზიციაზე კონკურენცია ასეთ დონეზეა. ჩვენი სპორტსმენების უმეტესობა, რომ ტრავმისკენ მიდრეკილია, მგონი არახალია. ნეტავ ვინმე ჩვენს ქვეყანაში თუ აწარმოებს ამ ტენდენცუაზე დაკვირვებას?
როდემდე უნდა ვიყოთ ამ ჯადოსნურ წრეზე...?!
ყოჩაღი ოლეგი
07:09 21-01-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული