“მეფე” ფანტასტიკურ სვლას განაგრძობს! ამჟამად დამარცხებული “ირმები” [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 22 იანვარს, "მილუოკი ბაქსმა" "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" უმასპინძლა და დამარცხდა - 106:113.

36 წლის ასაკშიც ფანტასტიკურ თამაშს განაგრძობს ლებრონ ჯეიმსი. დღეს "მეფის" ანგარიშზე 34 ქულა, 6 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება გახლდათ. 

შესანიშნავად ითამაშა კალდველ პოუპმა, რომელმაც გუნდს 23 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება შესძინა. აღსანიშნავია, რომ მან 10 ნასროლი სამქულიანიდან 7 კალათში ზუსტად მოათავსა. 

ენტონი დევისის ანგარიშზე 18 ქულა, 9 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება იყო. 

"მილუოკის" რიგებიდან საუკეთესო
იანის ანტეტოკუნმპო გახლდათ, რომელმაც თავი 25 ქულით, 12 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემითა და 1 დაფარებით გამოიჩინა. 

ჰოლიდეის ანგარიშზე 22 ქულა, 5 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა გახლდათ. 

კრის მიდლტონმა 20 ქულა, 5 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. 

16 თამაშის შემდეგ, 12 გამარჯვებითა და 4 მარცხით, "ლეიკერსი" დასავლეთ კონფერენციის სათავეში იმყოფება. რაც შეეხება "ბაქსს", "ირმები" 9 მოგებითა და 6 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილს იკავებს. 

"ლეიკერსი" მომდევნო მატჩს 24 იანვარს, "ჩიკაგოს" წინააღმდეგ ჩაატარებს. 

"მილუოკი" 25 იანვარს "ატლანტას" დაუპირისპირდება. 

altსრული დომინირება ფარზე და 26 მოხსნა! "ატლანტას" ცენტრმა ფანტასტიკური შეხვედრა ჩააატარა [VIDEO]

altგუნდის ბოლო 20 ქულა! "კლივლენდის" ახალგაზრდამ "ბრუკლინს" მარტომ სძლია [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 1 /
ლებრონი მეფე არ არის
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული