NBA. კარის წინ მხოლოდ 1 კალათბურთელი დარჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს. 24 იანვარს "იუტა ჯაზმა" "გოლდენ სტეიტ უარიორსს" უმასპინძლა და მეტოქე კომფორტული სხვაობით დაამარცხა - 127:108.

სტუმართა მხრიდან საუკეთესო სტეფ კარი გახლდათ, რომელმაც თავი 24 ქულას, 7 მოხსნასა და 7 შედეგიან გადაცემას მოუყარა. სტეფმა ამ შეხვედრაში 5 სამქულიანი ჩააგდო და ჩაგდებული სამიანების რაოდენობით ლეგენდარულ რეჯი მილერს გადაასწრო.

ამჟამად "ოქროს ბიჭუნას" 2562 სამქულიანი აქვს გამოყენებული. პირველ ადგილზე რეი ალენი გახლავთ, რომელმაც თავის მხრივ პერიმეტრიდან მეტოქე 2973-ჯერ დაამწუხრა. თუმცა, თუ ალენი სამიანებს 40%-იანი სიზუსტით ისროდა, სტეფის იგივე მაჩვენებელი 43% გახლავთ და ისტორიაში საუკეთესოა.

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას სტეფს მხარი ჯეიმს ვაისმენმა აუბა, რომელმაც 15 ქულა, 5 მოხსნა და 2 დაფარება დააგროვა.

"იუტას" რიგებიდან დონოვან მიტჩელი გამოირჩა, რომელმაც გუნდს 23 ქულა, 7 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.

კარგი მატჩი ჩაატარა მაიკლ კონლიმაც, რომელმაც 17 ქულა,1 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა მიითვლა.

16 მატჩის შემდეგ 12 გამარჯვებითა და 4 მარცხით "იუტა" დასავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზე იმყოფება.

რაც შეეხება "გოლდენ სტეიტს", ისინი ამდენივე მატჩში 8 მოგებითა და 8 მარცხით მე-9 ადგილს იკავებენ. .

მომდენო მატჩს "ჯაზი" 27 იანვარს "ნიუ იორკ ნიქსის" წინააღმდეგ გამართავს.

"გოლდენ სტეიტი" 26 იანვარს "მინესოტას" დაუპირისპირდება.

altდონჩიჩის მორიგი ფანტასტიკური შეხვედრა! გზა ლიგის MVP-სკენ? [VIDEO]

altNBA-ის გასული დღის 10 საუკეთესო მომენტი [VIDEO]





მკითხველის კომენტარები / 1 /
კარი ფანტასტიკაა, ზაზას და კარის გამო სამუდამოდ გსვ-ს გულშემატკივარი გავხდი, ხოლო აი ეს კი: ზაზა, კარი, ტომპსონი, გრინი, დურანტი!!! ეს ხუთეული ალბათ საუკეთესოა ნბა-ს ისტორიაში, ორი წელი ეს ხუთეული რასაც ჰქვია აცამტვერებდა ნებისმიერ მეტოქეს.
rx
25 იანვარი 2021 15:27
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული