ბერძენი შესანიშნავ ფორმაშია! "მილუოკის" მორიგი გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 25 იანვარს, "მილუოკი ბაქსმა" "ატლანტა ჰოუქსს" უმასპინძლა და კომფორტული სხვაობით, 129:115 დაამარცხა.

მასპინძელთა რიგებში ლიგის მოქმედი MVP იანის ანტეტოკუნმპო გამოირჩა, რომელმაც 27 ქულა, 14 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა.

კარგი მატჩი ჩაატარა ბობი პორტისმაც, რომელმაც 21 ქულა, 6 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

კრის მიდლტონმა თავი 19 ქულას, 8 მოხსნას, 7 შედეგიან გადაცემას და 1 ჩაჭრას მოუყარა.

რაც შეეხება "ატლანტას", ტრეი იანგის არყოფნაში საუკეთესო მექულე დეანდრე ჰანტერი გახლდათ, რომელმაც გუნდს 33 ქულა, 4 მოხსნა, 4
შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მოუტანა.

შესანიშნავად ითამაშა ჯონ კოლინსმაც, რომელმაც 30 ქულა, 7 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

იტალიელმა დანილო გალინარიმ თავი 17 ქულით, 3 მოხსნითა და 2 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

16 თამაშის შემდეგ "ბაქსი" 10 გამარჯვებითა და 6 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილს იკავებს.

თავის მხრივ, "ატლანტა" ამავე კონფერენციაში 8 მოგებითა და ამდენივე წაგებით მე-7 ადგილს იკავებს.

"მილუოკი" მომდევნო მატჩს 28 იანვარს, "ტორონტოს" წინააღმდეგ გამართავს.

"ჰოუქსი" 27 იანვარს "ლოს ანჯელეს კლიპერსს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული