09:30 26-01-2021
გოგას კარგი თამაში და გამართლებული იმედები! "ინდიანამ" მოიგო [VIDEO]
AutoSharing Option
გოგა ბითაძე პარკეტზე სოლიდური დროით დაბრუნდა. მის ანგარიშზე არასრულ 12 წუთში 10 ქულა, 2 მოხსნა და 2-იც დაფარება გახლდათ.
"ინდიანას" რიგებიდან საუკეთესო მალკომ ბროგდონი გახლდათ, რომელმაც 39 ქულა, 7 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
კარგი მატჩი ჩაატარა ჟერემი ლემბმაც, რომელმაც თავი 22 ქულით, 7 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემით და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.
შესანიშნავ ფორმაშია "პეისერსის" ძირითადი ცენტრი მაილის ტარნერი, რომელმაც გუნდს 21 ქულა, 10 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 3 დაფარება შესძინა.
"ტორონტოს" რიგებიდან საუკეთესო ფრედ ვანვლიტი გახლდათ, რომელმაც 25 ქულა, 4 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.
ნორმან პოუელის ანგარიშზე 24 ქულა, 6 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა გახლდათ.
17 თამაშის შემდეგ 10 გამარჯვებითა და 7 მარცხით"ინდიანა" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს.
თავის მხრივ, "ტორონტო" 7 გამარჯვებითა და 10 მარცხით ამავე კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება.
მომდევნო მატჩს "პეისერსი" 28 იანვარს, "შარლოტის" წინააღმდეგ ჩაატარებს. "ტორონტო" ამავე რიცხვში "მილუოკის" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
Ხალხო! Ბლოკებსაც მიაქციეთ ყურადღება. Ამჟამად ლიგაში ტერნერი ლიდერობს საშუალოდ თამაშში 4 ბლოკით. Გოგამ კი 12 წუთში 2 ბლოკი გააკეთა, ანუ 36 წუთზე გადაანგარიშებით 6 ბლოკი გამოდის! Და საერთოდაც, ხოშიანად ითამაშა! Ყოჩაღ, გოგა! Მრავალ წარმატებას ველი შენგან!!!
20
0
იფრინოს მერე გოგამაც და ათამაშებენ. სხვისი ტრავმის და ცუდი ფორმის იმედად კი არ უნდა ვიყოთ. რა აზრი ექნება ასეთ თამაშს?
17
2
ბრავო გოგა. ეგრე გააგრძელე. მეტი თავდაჯერება!
25
0
როგორც ვნახე, საბონისს ფეხი უტკენია და რაც დრო მისცეს ესეც იძულებულიიყვნენ და იმის გამო!
20
3
გოგას თამაშის რაიმე კადრები მაინც ყოფილიყო...
14
0
მატჩისათვის არ მიყურებია,მაგრამ აქ დადებულ ვიდეოზე ჩანს,რომ საბონისმა ტრავმა მიიღო და შეცვალეს.გოგამ კი,მიცემული წუთები,შესანიშნავად გამოიყენა.ალბათ მეტოქეებს,მასზე შედარებით ნაკლები ყურადღება ჰქონდათ მიპყრობილი და მეტი თავისუფლება ჰქონდა,მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში,მისი შედეგი,ძალიან კარგია.კარგი იქნებოდა სრული სტატისტიკა გვქონოდა,სადაც სიზუსტის პროცენტებიც იქნებოდა,მაგრამ არა უშავს.12 წუთში 10 ქულის ჩაგდება,სათადარიგოსაგან,ყველა შემთვევაში,ჩინებული შედეგია.ეს იმედს გვაძლევს და დარწმუნებული ვარ,თვითონ გოგასთვისაც ძალიან სასარგებლო იქნება.
14
0
გოგას მომენტები რო შეგეგროვებინათ და ოსე დაგედოთ ეს ვიდეო არ შეიძლებოდა?
35
0
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
მკითხველის კომენტარი (7)
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
160.00 k
200.00 k
სიახლეები
პოპულარული