ისტორიული დაპირისპირება კალიფორნიელების გამარჯვებით დასრულდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 31 იანვარს ბოსტონში საკალათბურთო დღესასწაული გაიმართა. ერთმანეთს "ბოსტონ სელტიქსი" და "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დაუპირისპირდნენ. 

მატჩი სტუმრების გამარჯვებით 96:95 დასრულდა. 

"ლეიკერსის" რიგებიდან შესანიშნავად იასპარეზა ენტონი დევისმა, რომელმაც 27 ქულა, 14 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და ამდენივე ჩაჭრა მიითვალა.

კარგი მატჩი ჩაატარა ლებრონ ჯეიმსმაც, რომელმაც გუნდს 21 ქულა, 7 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მოუტანა. 

თავი გამოიჩინა მონტრზელ ჰარელმაც, რომელმაც 16 ქულა, 5 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 3 დაფარება დააგროვა. 

რაც შეეხება "ბოსტონს", შესანიშნავი მატჩი ჩაატარა გუნდის ლიდერმა, ჯეისონ ტატუმმა, რომელმაც 30 ქულა, 9 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა. 

ტატუმს მხარი ჯეილინ ბრაუნმა აუბა, რომელმაც თავის
მხრივ 28 ქულა, 1 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება დააგროვა. 

18 თამაშის შემდეგ 10 გამარჯვებითა და 8 მარცხით "ბოსტონი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება. 

"ლეიკერსი" 15 გამარჯებითა და 6 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებს. 

კალიფორნიელები მომდევნო მატჩს 2 თებერვალს "ატლანტა ჰაუქსის" წინააღმდეგ ჩაატარებენ. 

"კელტები" თავის მატჩს 3 თებერვალს "გოლდენ სტეიტის" წინააღმდეგ გამართავენ. 

altგოგამ ქულები 100%-იანი მაჩვენებლით მოიპოვა, თუმცა მისი გუნდი ბოლო წუთებზე დამარცხდა [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 1 /
ისტორიული ალბათ ტატუმის 30 ქულის გამო იყო ეს შეხვედრა
რა მაფიაა?
31 იანვარი 2021 15:51
1

სიახლეები პოპულარული