სუპერდუელი NBA-ში - კარიმ და დონჩიჩმა ჯამში 99 ქულა ჩააგდეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 7 თებერვალს "დალას მავერიკსმა" "გოლდენ სტეიტ უორიორსს" უმასპინძლა. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 134:132 დასრულდა. 

შეუდარებელი გახლდათ "მავერიკსის" ლიდერი ლუკა დონჩიჩი, რომელმაც 42 ქულა, 7 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. აღსანიშნავია, ლუკას 7 დაკარგვაც. 

ლატვიელმა კრისტაპს პორზინგისმა თავი 18 ქულით, 10 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა. 

ჯოშ რიჩარდსონის ანგარიშზე 17 ქულა, 2 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და ამდენივე ჩაჭრა გახლდათ. 

რაც შეეხება "გოლდენ სტეიტს", სტეფ კარიმ ფანტასტიკური შეხვედრა ჩაატარა. "ოქროს ბიჭუნას" ანგარიშზე 57 ქულა, 2 მოხსნა, 5
შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა გახლდათ. სტეფმა 11/19 სამქულიანი ჩააგდო.

ენდრიუ ვიგინსის ანგარიშზე 22 ქულა, 5 მოხსნა და 1 შეგეგიანი გადაცემა იყო.

დრამონდ გრინმა  მორიგი თავისთვის ჩვეული სტატისტიკა შემოგვთავაზა. მის ანგარიშზე 2 ქულა, 6 მოხსნა, 15 შედეგიანი გადაცემა, 6 ჩაჭრა და 4 დაფარება გახლდათ. 

12 გამარჯვებითა და 11 მარცხით "ოქროს შტატელები" დასავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზე იმყოფებიან. 

თავის მხრივ "დალასს" 10 მოგება და 14 მარცხი აქვს, რითაც ამავე კონფერენციაში ბოლოს წინა, მე-14 ადგილს იკავს. 

"მავერიკსი" მომდევნო მატჩს 9 თებერვალს "მინესოტას" წინააღმდეგ ჩაატარებს. "გოლდენ სტეიტი" ამავე რიცხვში "სან ანტონიოს" დაუპირისპირდება.

alt"როდესაც სტეფი 3 ქულიანს აგდებს ძალიან ბედნიერი ვარ, მასზე მეტადაც კი..." დრამონდ გრინი

altშეხვედრა არ დააწყებინეს, შემდეგ შემოუშვეს და ისევ დაატოვებინეს! კევინ დურანტს ლიგა უცნაურად მოექცა [VIDEO]

alt42 ჩაგდებული 3-ქულიანი და "გოლდენ სტეიტის" 31-ქულიანი გამარჯვება [VIDEO]




მკითხველის კომენტარები / 1 /
ძაან დიდი უსამართლობა იქნება კიდევ ერთი პლეიოფი სტეფკარის გარეშე.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული