კვლავ გოგას გარეშე... "ინდიანამ" მორიგი შეხვედრა მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 18 თებერვალს, "მინესოტა ტიმბერვულვზმა" "ინდიანა პეისერსს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 134:128 დასრულდა. 

გოგა ბითაძეს კვლავაც არ მიეცა სათამაშო დრო, რაც მოულოდნელია, რადგან იმ თამაშებში, სადაც ქართველმა სოლიდური დროით ითამაშა, შედეგიანობით თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. 

რაც შეეხება "პეისერსის" დღევანდელ მატჩს, საუკეთესო დომანტას საბონისი გახლდათ, რომელმაც 36 ქულა, 17 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. 

შესანიშნავი გახლდათ მალკომ ბროგდონიც, რომელმაც გუნდს 32 ქულა, 9 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება მოუტანა. 

"მინესოტას" რიგებიდან
საუკეთესო მექულე მალიკ ბისლი გახლდათ, რომელმაც საკუთარ ანგარიშზე 31 ქულა, 2 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 3-იც ჩაჭრა ჩაიწერა. 

თავისი შესაფერისი მატჩი ჩაატარა კარლ ენტონი თაუნსმაც, რომელმაც 30 ქულა, 10 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება დააგროვა.

15 მოგებითა და 14 მარცხით "ინდიანა პეისერსი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზე იმყოფება. 

რაც შეეხება "ტიმბერვულვზს", 7 გამარჯვებითა და 22 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილს იკავებს. 

"პეისერსი" მომდევნო მატჩს 21 თებერვალს, "ჰიუსტონ როკეტსის" წინააღმდეგ გამართავს. თავის მხრივ, "მინესოტა" 20 თებერვალს "ტორონტო რეპტორსს" დაუპირისპირდება. 


alt"ნიჭი ყველას აქვს, შესაძლებლობა კი შრომის შედეგია" - დღეს ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელის დაბადების დღეა [VIDEO]

altჰარდენის აფეთქება და ზედიზედ მე-4 გამარჯვება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
anocura nichi?
gri
18 თებერვალი 2021 13:01
4
აუცილებლად უნდა დატოვოს ეს გუნდი, ფაქტია რომ მწვრთნელი არ ენდობა, იმის იმედზე ყოფნა რომ ვინმე ტრამვას მიიღებს და რაღაც წუთი ათამაშებენ არ შეიძლება, დროზე უნდა იპოვოს ან უპოვონ ისეთი გუნდი სადაც ათამაშებენ, ეს ამერიკაში იქნება თუ ევროპაში
Nukri
18 თებერვალი 2021 12:53
0
მემგონი გქცვლისთვის ამზადებენ.
Ts
18 თებერვალი 2021 09:32
0

სიახლეები პოპულარული