ლებრონის ფენომენალური შედეგი! "ბრუკლინმა" "ლეიკერსი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 19 თებერვალს, "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "ბრუკლინ ნეტსს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 109:98 დასრულდა. 

მასპინძელთა რიგებიდან ლებრონ ჯეიმსმა მორიგი შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა. "მეფის" ანგარიშზე 32 ქულა, 8 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა გახლდათ. აღსანიშნავია, რომ  ლებრონმა კარიერაში 35 000 ქულას გადააბიჯა. 

ენტონი დევისის არყოფნაში ჯეიმსს მხარი კაილ კუზმამ აუბა, რომელმაც 16 ქულა, 10 მოხსნა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება მიითვალა. 

რაც შეეხება "ბრუკლინს", საუკეთესო ჯეიმს ჰარდენი გახლდათ, რომელმაც 23 ქულა, 5 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. 

კაირი ირვინგმა გუნდს 16 ქულა, 7 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა. 

22 მოგებითა და 8 მარცხით "ლეიკერსი" დასავლეთ
კონფერენციაში მე-2 ადგილს იკავებს. 

თავის მხრივ, "ბრუკლინი" 19 გამარჯვებითა და 12 მარცხით აღმოსავლეთში ასევე მე-2 ადგილზე იმყოფება. 

"ყვითლები" 21 თებერვალს "მაიამი ჰიტს" დაუპირისპირდება. 

"ბრუკლინი" 22 თებერვალს "ლოს ანჯელეს კლიპერსს" შეხვდება.

სხვა მატჩების შედეგები: 

"მილუოკი" - "ტორონტო" - 96:110 

"საკრამენტო" - "მაიამი" - 110:118

altბოლო 21 შეხვედრიდან "იუტამ" 20 მოიგო... "კლიპერსი" დამარცხებულია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
რატომ არ თამაშობს ყველაზე მაგარი კალათბურთელი კევინ დიურანტი??!!
aburjga
11:16 19-02-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული