"ბერძნული წყევლის" ფანტასტიკა... MVP-ის შესანიშნავი მატჩი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 22 თებერვალს, "მილუოკი ბაქსმა" "საკრამენტო კინგს" უმასპინძლა და 128:115 დაამარცხა. 

იანის ანტეტოკუნმპომ ფანტასტიკური შეხვედრა ჩაატარა. ბერძნის ანგარიშზე 38 ქულა, 18 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა გახლდათ. აღსანიშნავია 6 დაკარგვაც. 

ანტეტოკუნმპოს მხარი კრის მიდლტონმა აუბა, რომელმაც გუნდს 32 ქულა, 8 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 4 ჩაჭრა და 2 დაფარება შესძინა. 

რაც შეეხება "საკრამენტოს", ტაირის ჰალიბურტონი გამოირჩა, რომელმაც თავი 23 ქულით, 5 მოხსნით, 8 შედეგიანი გადაცემით, 2 ჩაჭრითა და 1 დაფარებით გამოიჩინა. 

18 გამარჯვებითა და 13 მარცხით "მილუოკი" აღმოსავლეთ
კონფერენციაში მე-3 ადგილზე იმყოფება. თავის მხრივ, "საკრამენტო" 12 მოგებითა და 18 მარცხით დასავლეთში მე-12 ადგილს იკავებს. 

"ბაქსი" მომდევნო მატჩს 24 თებერვალს, "მინესოტა ტიმბერვულვზის" წინააღმდეგ გამართავს. "მეფეები" ამავე რიცხვში "ბრუკლინ ნეტსს" დაუპირისპირდება. 


altკალიფორნიაში სუპერგუნდების დაპირისპირება "ბრუკლინის" გამარჯვებით დასრულდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული