გოგას კვლავ ლიმიტირებული დრო... "ინდიანა" "გოლდენ სტეიტთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 25 თებერვალს, "ინდიანა პეისერსმა" "გოლდენ სტეიტ უორიორსს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 111:107 დასრულდა. 

"ინდიანას" რიგებში კვლავ ლიმიტირებული დროით ათამაშეს გოგა ბითაძე, რომელმაც ამჯერად 2 წუთი მიიღო, რა დროშიც მეტოქეზე ერთხელ დაჯარიმდა. 

რაც შეეხება "პეისერსის" საუკეთესო მოთამაშეს, ეს დომანტას საბონისი გახლდათ, რომელმაც 22 ქულა, 16 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. 

"გოლდენ სტეიტის" რიგებიდან საუკეთესო მექულე სტეფ კარი გახლდათ, რომელმაც გუნდს 24 ქულა შესძინა. "ოქროს ბიჭუნას" ასევე 8 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა ჰქონდა. 

ცუდად
დაწყებული სეზონის შემდეგ კელი უბრემ ძალიან მოუმატა. ამჯერად, კელის ანგარიშზე 17 ქულა და 5 მოხსნა გახლდათ. 

15 გამარჯვებითა და ამდენივე მარცხით "ინდიანა" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს. 

"გოლდენ სტეიტს" 18 მოგება და 15 მარცხი აქვს, რითაც დასავლეთში მე-8 ადგილზე იმყოფება.

"პეისერსი" მომდევნო მატჩს 27 თებერვალს, "ბოსტონ სელტიკსის" წინააღმდეგ გამართავს. "უორიორსი" ამავე რიცხვში "შარლოტ ჰორნეტსს" დაუპირისპირდება. 

altდონჩიჩის ფანტასტიკური შეხვედრა და მატჩის მომგები სროლა [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 1 /
ბევრჯერ მაქვს დაწერილი და ახალი რა უნდა ვთქვა, გული მწყდება გოგაზე, უბრალოდ ვიტყვი, სადამდე ასე
Nukri
11:29 25-02-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული