ჰარდენი ტეხასში დიდებული თამაშით დაბრუნდა! "ჰიუსტონს" ვარსკვლავების 69 ქულამ ვერ უშველა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 4 მარტს, "ჰიუსტონ როკეტსმა" "ბრუკლინ ნეტსს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 132:114 დასრულდა.

"ნეტსში" გადასვლის შემდეგ ტეხასში გუნდის ლეგენდა ჯეიმს ჰარდენი პირველად დაბრუნდა და მათ წინააღმდეგ დიდებული შეხვედრაც გამართა. ჯეიმსის ანგარიშზე 29 ქულა, 10 მოხსნა, 14 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება გახლდათ. აღსანიშნავია ჰარდენის 8 დაკარგვა, რაც საერთო ჯამში გუნდის დაკარგვებზე მეტია.

კაირი ირვინგი სტაბილურად კარგი გახლდათ, რომელმაც გუნდს 24 ქულა, 5 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

რაც შეეხება "ჰიუსტონს", ჯონ ვოლმა და ვიქტორ ოლადიპომ შესანიშნავი შეხვედრა
ჩაატარეს.

ჯონ ვოლმა აქტივში 36 ქულა, 2 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება ჩაიწერა.

ვიქტორ ოლადიპომ თავი 33 ქულით, 7 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემით, 2 ჩაჭრითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა.

"ბრუკლინი" 24 გამარჯვებითა და 13 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზე იმყოფება. თავის მხრივ, "ჰიუსტონი" 11 გამარჯვებითა და 23 მარცხით დასავლეთში ბოლოსწინა, მე-14 ადგილს იკავებს.

"ნეტსი" მომდევნო მატჩს 12 მარტს, "ბოსტონ სელტიკსის" წინააღმდეგ გამართავს. "როკეტსი" ამავე რიცხვში "საკრამენტო კინგსს" დაუპირისპირდება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული