ბოლო წამებზე ბურთი მოიპარა, ჰაერში ააგდო და ბოლო ხმაზე დაიყვირა... სუპერდუეტი ფანტასტიკურ ფორმაშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 5 მარტს, "ვაშინგტონ ვიზარდსმა" "ლოს ანჯელეს კლიპერსს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 119:117 დაამარცხა.

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო მექულე ბრედლი ბილი გახლდათ, რომელმაც 33 ქულა, 7 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.

შესანიშნავ ფორმაში შევიდა დედაქალაქელების ერთ-ერთი ლიდერი რასელ უესტბრუქი, რომელმაც გუნდს 27 ქულა, 9 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა შესძინა.

კალიფორნიელების მხრიდან საუკეთესო კავაი ლეონარდი გახლდათ, რომელმაც თავი 22 ქულით, 5 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

ივიცა ზუბაცის ანგარიშზე
13 ქულა, 13 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და ამდენივე დაფარება გახლდათ.

14 გამარჯვებითა და 20 მარცხით "ვაშინგტონი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილს იკავებს. რაც შეეხება "კლიპერსს", კალიფორნიულ გუნდს 24 მოგება და 14 მარცხი აქვს, რითაც დასავლეთში მე-4 ადგილზე იმყოფება.

"ვიზარდსი" მომდევნო მატჩს 11 მარტს, "მემფის გრიზლის" წინააღმდეგ გამართავს. თავის მხრივ, "კლიპერსი" 12 მარტს "გოლდენ სტეიტ უორიორსს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
დიდი ხანია ასე არ მიგულშემატკივია რომელიმე გუნდის... წაგებისთვის! :D
მიჩინიო
10:44 05-03-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული