სტეფ კარის ღირსეული საქციელი გამარჯვების შემდეგ

AutoSharing Option
დღეს "გოლდენ სტეიტ უორიორსის" ლიდერმა სტეფ კარიმ "ყველა ვარსკვლავის წვეულებაზე" სამქულიანის კონკურსი კარიერაში მეორედ მოიგო.

პირველ ეტაპზე სტეფმა 40 შესაძლო ქულიდან 31 დაიმსახურა და შეჯიბრების ყველაზე მაღალი ქულის ავტორი გახდა. უშუალოდ ფინალში "ოქროს ბიჭუნამ" 28 ქულით "იუტა ჯაზის" ერთ-ერთი ლიდერი მაიკლ კონლი ჩამოიტოვა და შეჯიბრებაში გამარჯვება მოიპოვა.

სტეფმა აღნიშნული გამარჯვება თავის თანაგუნდელს, კიდევ ერთ 3-ქულიანის დიდოსტატს, კლეი ტომპსონს მიუძღვნა, რომელიც სეზონს აქილევსის ტრავმის გამო ტოვებს.

"ძმები დაბრუნდნენ! კლეი, ეს შენთვისაა" - განაცხადა კარიმ.

მომზადებულია abc7news-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვამაყობ იმით რო ასეთი კალათბურთელების გვერდით იყო ჩვენი ქვეყნის კალათბურთელი. ვამაყობ ფაჩულიათი ისევე როგორც კალაძეთი
ტოტტი
14:03 08-03-2021
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული