გოგა სოლიდური დროით დაიტვირთა და შედეგიანობასაც უმატა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 23 მარტს, "მილუოკი ბაქსმა" "ინდიანა პეისერსს" უმასპინძლა და დიდი სხვაობით, 140:113 დაამარცხა.

"პეისერსის" რიგებში გოგა ბითაძემ სოლიდური დროით ითამაშა. ქართველმა მოედანზე 18:49 წუთი დაჰყო, რა დროშიც 10 ქულა, 5 მოხსნა და 1 დაფარება დააგროვა.

"ინდიანას" რიგებში საუკეთესო დომანტას საბონისი გახლდათ, რომელმაც თავი 22 ქულით, 9 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.

რაც შეეხება "მილუოკს", იანის ანტეტოკუნმპოს არყოფნაში გუნდს ჯრუ ჰოლიდეიმ ულიდერა, რომელმაც 28 ქულა, 5 მოხსნა, 14 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

კრის მიდლტონის
ანგარიშზე 25 ქულა, 8 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა გახლდათ.

ამრიგად, 19 მოგებითა და 23 მარცხით "ინდიანა" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილს იკავებს. თავის მხრივ, "ბაქსი" 28 გამარჯვებითა და 14 მარცხით ამავე კონფერენციაში მე-3 ადგილზე იმყოფება.

"პეისერსი" მომდევნო შეხვედრას 25 მარტს, "დეტროიტ პისტონსის" წინააღმდეგ გამართავს. "მილუოკი" ამავე რიცხვში "ბოსტონ სელტიკსს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
საბონისი რამდენად კარგია შეტევაში იმდენად ცუდია დაცვაში
მინდია
15:26 23-03-2021
1
ინდიანა გუნდი არ არის! მოთამაშეები იმას ფიქრობენ - რომ წააგებენ თვითონ რა სტატისტიკა ექნებათ!

სტატისტიკაც საინტერესოდ ადგენენ - ინდიანას სულ ორი დაფარება ქონდა თამაშში. აქედან ერთი გოგასი. თამაშის ბოლოს ინდიანას საუკეთესო დამფარებელი ჯერიმი ლამბი ეწერა. რატო არ მიკვირს?
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული