გოგას სოლიდური თამაში, თანაც დიდი დროით [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 7 აპრილს, "ინდიანა პეისერსმა" "ჩიკაგო ბულსს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 113:97 დასრულდა.

"პეისერსის" რიგებში გოგა ბითაძემ მოედანზე 18:39 წუთი გაატარა, რა დროშიც 4 ქულა, 3 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა.

"ჩიკაგოს" რიგებიდან ფანტასტიკურ ფორმაშია ნიკოლა ვუჩევიჩი, რომელმაც თავი 32 ქულით, 17 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.

ამრიგად, 22 გამარჯვებითა და 27 მარცხით "ინდიანა" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილს იკავებს. 21 მოგებითა და 28 წაგებით "ბულსი" ამავე კონფერენციაში მე-10 ადგილზე იმყოფება.

"პეისერსი" მომდევნო
შეხვედრას 8 აპრილს, "მინესოტა ტიმბერვულვზის" წინააღმდეგ გამართავს. "ჩიკაგო" 9 აპრილს "ტორონტო რეპტორსს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
არასოლიდური თამაშის განმსაზღვრელი სტატისტიკა 20 წუთში როგორია საინტერესოა
დათო
13:01 07-04-2021
0
ცოტაა 4 ქულა უნდა მოუმატოს
dato
11:32 07-04-2021
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული