დაძაბულობა და 2 გაძევება.. ლიდერების გარეშე დარჩენილმა "ლეიკერსმა" "ბრუკლინი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 11 აპრილს, "ბრუკლინ ნეტსმა" "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 126:101 დასრულდა. 

"ნეტსის" რიგებიდან საუკეთესო კევინ დურანტი გახლდათ, რომელმაც თავი 22 ქულით, 7 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.

თავის მხრივ, "ლეიკერსიდან" საუკეთესო დენის შროდერი გახლდათ, რომელმაც 19 ქულა, 1 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

აღსანიშნავია, რომ დაპირისპირების გამო მატჩის მთავარმა არბიტრმა შროდერი და ირვინგი მოედნიდან გააძევა.

ამრიგად, 36 მოგებითა და 17 წაგებით "ბრუკლინი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილს იკავებს, 33 გამარჯვებითა და 20 მარცხით "ლეიკერსი"
დასავლეთში მე-5 ადგილზე იმყოფება.

"ნეტსი" მომდევნო შეხვედრას 13 აპრილს, "მინესოტა ტიმბერვულვზის" წინააღმდეგ გამართავს, კალიფორნიელები ამავე რიცხვში "ნიუ იორკ ნიქსს" დაუპირისპირდებიან.

altგოგა თამაშიდან თამაშამდე უმატებს! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული