კარის მორიგი სასწაული შეხვედრა... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 4 მაისს, "ნიუ ორლეანს პელიკანსმა" "გოლდენ სტეიტ უორიორსს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 123:108 დასრულდა.

მასპინძელთა რიგებიდან ზაიონ უილიამსონი გამოირჩა, რომელმაც 32 ქულა, 8 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება მიითვალა.

"უორიორსის" მხრიდან მორიგი შესანიშნავი შეხვედრა გამართა სტეფ კარიმ, რომელმაც თავი 41 ქულით, 4 მოხსნით, 8 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.

დრეიმონდ გრინმა გუნდს 10 ქულა, 13 მოხსნა, 15 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება შესძინა.

ამრიგად, 29 გამარჯვებითა და 36 მარცხით "პელიკანსი" დასავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზე
იმყოფება. "ოქროსშტატელები" 33 მოგებითა და 32 წაგებით იმავე დასავლეთში მე-8 ადგილს იკავებენ.

ეს გუნდები 5 მაისს კვლავ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

altუესტბრუქმა გოგას “ინდიანას” წინააღმდეგ კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა გამართა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
ანუ შევიდა გოლდენი პლეიოფის ზონაში?
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული