კარგი სიახლე დასავლეთიდან! შესაძლოა გოგას თავის გამოსაჩენად კიდევ ერთი შანსი მიეცეს

AutoSharing Option
დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სავარაუდოდ, "ინდიანა პეისერსი" გუნდის მთავარ მწვრთნელს, ნეიტ ბიორკგრენს სეზონის დასრულებისთანავე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლებს, რაც ქართველი ცენტრისთვის, გოგა ბითაძისთვის შანსია, რადგან ახალგაზრდა ცენტრს სათამაშოდ იმაზე ნაკლები დრო ეძლეოდა, ვიდრე ამას რეალურად იმსახურებდა. 

bleacherreport-ი ამ ფაქტზე შემდეგ სტატიას წერს:

"პეისერსს" 30 მოგება და 34 მარცხი აქვს, რითაც NBA-ს პლეი-ოფში გასასვლელად დამატებულ ე.წ. play-in-ში მიიღებს მონაწილეობას. გუნდი "ვაშინგტონ ვიზარდსს" უსწრებს, რომელიც თავის მხრივ, მე-10 ადგილს იკავებს; მეექვსეადგილოსან "მაიამი ჰიტთან" კი ჩამორჩენა 5 მოგებაა ("ინდიანას" 2-ით ნაკლები შეხვედრა აქვს ჩატარებული).
შეგახსენებთ, მე-6 ადგილი პლეი-ოფში ავტომატურად გადის. გასულ წელს "პეისერსმა" მთავარი მწვრთნელი ნეიტ მაკმილანი გუნდიდან "გააგდო", მიზეზი კი "ჰიტთან" წაგებული 4:0 სერია გახლდათ. კლუბში კი ლიგის ყოფილი ჩემპიონის, "ტორონტო რეპტორსის" მთავარი მწვრთნელის, ნიკ ნურსის ასისტენტი ნეიტ ბიორკგრენი მოიყვანეს, თუმცა მისი "საჩემპიონო გამოცდილება" ნამდვილად არ გამართლდა. 

ნეიტს გუნდში 3 ვარსკვლავი ჰყავს, (მაილის ტერნერი, დომანტას საბონისი და კარის  ლევერტი), რომლებსაც კონტრაქტი 2023 წლამდე აქვთ, თუმცა შესაძლოა, თვითონ "ინდიანას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ამ წლამდე ვერც მიაღწიოს. ამ ყველაფერს კი დრო აჩვენებს". 

ფაქტი ერთია, თუ ბიორკგრენი გუნდს დატოვებს, კიდევ ერთი იმედი გაჩნდება, რომ ახალი მწვრთნელი გოგას სათამაშოდ ბევრად დიდ დროს მისცემს და მეტ ნდობასაც გამოუცხადებს. 

წყარო: bleacherreport

alt"ბითაძესთან მიმართებით დიდი მოლოდინები გვქონდა..." - "ინდიანას" პრეზიდენტი


მკითხველის კომენტარები / 5 /
მე მაინც მგონია, რომ ადრე იყო ნბა-ში გადასვლა. ევროლიგის რომელიმე გუნდში რომ გადასულიყო დღეს ამ ლიგის ვარსკვლავი იქნებოდა და არა ამომავალი.
emigranti
05 მაისი 2021 14:52
5
გეთანხმები. ევროლიგის ნებისმიერ გუნდში იქნებოდა ლიდერი და მთლიანად ევროლიგის ვარსკვლავი. NBA ში კი ამის შემდეგ როგორც ვარსკვლავი, ისე წავიდოდა მეტი სათამაშო დროით. როგორც დონჩიჩი წავიდა ან თუნდაც როგორც ტავარესი წავა წელს
სტუმარი
06 მაისი 2021 11:46
0
Კი, მაგრამ რა საფუძველი გვაქვს, ვივარაუდოთ, რომ ახალი მწვრთნელი მეტ შანსს მისცემს, წინა ორმა თუ არ მისცა. Ხომ არ აჯობებს, რომ ახალ კლუბზე ვიფიქროთ? Მაგალითად, ოქროს ბიჭუნასთან.
N
05 მაისი 2021 13:25
0
ოქროს შტატში
п
06 მაისი 2021 03:32
0
Კი, მაგრამ რა საფუძველი გვაქვს, ვივარაუდოთ, რომ ახალი მწვრთნელი მეტ შანსს მისცემს, წინა ორმა თუ არ მისცა. Ხომ არ აჯობებს, რომ ახალ კლუბზე ვიფიქროთ? Მაგალითად, ოქროს ბიჭუნასთან.
N
05 მაისი 2021 13:12
0

სიახლეები პოპულარული