გოგაზე მწვრთნელის ასისტენტმა გაიწია, ქართველი სოლიდური დროით და ცოტა სკანდალით დაბრუნდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 6 მაისს, "ინდიანა პეისერსმა" "საკრამენტო კინგსს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 104:93 დასრულდა. 

პარკეტს სოლიდური დროით დაუბრუნდა გოგა ბითაძე. ქართველმა დღევანდელ შეხვედრაში მოედანზე 20:37 წუთი დაჰყო, რა დროშიც 5 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და ამდენივე დაფარება დააგროვა. აღსანიშნავია, რომ მესამე მეოთხედის მიწურულს "პეისერსის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა გრეგ ფოსტერმა გოგას მიმართულებით გაიწია, მისი შეკავება კი თანაგუნდელებს და სამწვრთნელო შტაბს მოუწიათ. სავარაუდოდ, დაპირისპირება ქართველის მიერ აღებული ჯარიმის გამო მოხდა. 

"ინდიანას" რიგებში საუკეთესო დომანტას საბონისი გახლდათ, რომელმაც 17 ქულა, 13 მოხსნა,
8 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა. 

რაც შეეხება "საკრამენტოს", მარვინ გაგლი III გამოირჩა, რომელმაც გუნდს 31 ქულა და 12 მოხსნა შესძინა. 



ამრიგად, 30 მოგებითა და 35 მარცხით "პეისერსი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება. "კინგსი" 29 გამარჯვებითა და 37 წაგებით დასავლეთში მე-12 ადგილს იკავებს.

"ინდიანა" მომდევნო შეხვედრას 7 მაისს, "ატლანტა ჰოუქსის" წინააღმდეგ გამართავს. "საკრამენტო" 8 მაისს "სან ანტონიო სპურსს" დაუპირისპირდება.

altკარგი სიახლე დასავლეთიდან! შესაძლოა გოგას თავის გამოსაჩენად კიდევ ერთი შანსი მიეცეს

მკითხველის კომენტარები / 14 /
რაზნატოვიჩმა თავისი საქმე გააკეთა , NBA ში მოახვედრა , ამისათვის სრული ნდობა ჰქონდა მეგაბიმაქსი და სათამაშო დრო , თუმცა ვფიქრობ უნდა ეთამაშა ევროლიგაში ერთი სეზონი , რომ მენტალურად ძლიერი ყოფილოყო და ბრძოლაში გამობრძმედილიყო , ეხლა კი ეს ეტაპი იქ უნდა გაიაროს და როგორია ვარსკვლავებთან ჭიდილი , თანაც ისე რომ შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვს ? მეორე , არის ის რომ , ცოტა ხასიათის პრობლემაც ააქვს . მაგ რბილი ხასიათით ამერიკულ სუბკულტურაში დაიკარგება , თუ არადა უნდა გადავიდეს ისეთ გუნდში , სადაც ევროპელებს უფრო ენდობიან .
ATP 16
06 მაისი 2021 22:33
2
რას ქვია გაიწია ზადნი არ უნდა მისცეს ფაჩულია აქეთ იწევდა ყველაზე და იმიტომაც მიაღწია მაგდენს ჯერ ბავშვია ეს ფერი არ ედო სახეზე ცოტა მუშტი უნდა გაიქნიოს თავისუფლება ლომთა ხვედრია
გაგა
06 მაისი 2021 18:06
2
გოგამ თუ არ იშრომა მარტო სიმაღლის იმედად ყოფნა სარგებელს ვერ მოუტანს!
მანჩო
06 მაისი 2021 16:07
1
ამას თუ პარკეტზე უბედავენ პარკეტს მიღმა რა იქნება ? უნდა დატოვოს ინდიანა !!!
გგგ
06 მაისი 2021 13:59
3
არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ უკვე ომეორე სეზონია ძალიან სუსტად თამაშობს გოგა, მიკვირს რომ NBA-ში დატოვეს. ბოლო დროს უფრპ მეტ სათამაშო დროსაც აძლევენ, მაგრამ ვერ ამტკიცებს რომ კიდევ მეტს იმსახურებს.

ასე თუ გააგრძელა დიდი ალბათობით მომავალ სეყონში ევროპაში დააბრუნებენ.
მენტალისტი
06 მაისი 2021 13:04
9
თამაშისთვის არ მიყურებია, მაგრამ როცა ამდენ დროს გაძლევენ სასურველი იქნებოდა უფრო მეტი ქულა ჩაეგდო,ამით ფასდება კალათბურთელი და მომავალში უფრო მეტ დროს მისცემდნენ
Nukri
06 მაისი 2021 11:56
2
აფროამერიკელი რომ ყოპილიყო ამდენს ვერ გაუბედავდა
1234
06 მაისი 2021 11:40
1
ძალიან დაბალი დონე გამოავლინა ამ ასისტენტია თუ რაღაცა კვერცხი, თამაშია და ხდება... წაიბლატავა რა ... ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი თამაშის მიმდინარეობისას.. და მთელ გუნდზე მოქმედებს უარყოფითად.. იმიტომაც აქვთ პრობლემები... იმედია მიუჩენენ საკუთარ ადგილს..გოგა წარმატებები არ დათმო არაფერი... შემიგირბინონ მაგ .... ბმა
Btc
06 მაისი 2021 11:32
2
ამერიკელზე და ცოტა გამოცდილ კალათბურთელზე გაიწევდა ეგრე? იმის მაგივრად გაამხნევოს ახალწვეულია, პირველი სეზონი აქვს და წყნარად მიუთითოს შეცდომაზე რეებს აკეთებს ტიპი, ბაცანასავით იქცევა...ფუუ ბანძი...
გია
06 მაისი 2021 11:25
2
გოგასთვის,ეს მეორე სეზონია,გია.თუმცა ეს,არაფერს ცვლის.ეს ნიშნავს,რომ გუნდში საკმაოდ დაძაბული ატმოსფეროა და ეს,გუნდის თამაშსაც ეტყობა.გუნდური თამაში,ნაკლებადაა.სავარაუდოდ,სეზონის ბოლოს,მწვრთნელს გაუშვებენ და ასისტენტსაც მიაყოლებენ.ამიტომაც ვეღარ იკავებს ემოციებს.
სოსო
06 მაისი 2021 16:04
1
არაუშავს , დაუთმო ბავშვია ჯერ, ასაკს ცა პატივი, იმედია მოუბოდიშებს მწვრთნელი, არ იყო მაგის გაქაჩვა სასიამოვნო საყურებელი, შვილად ეკუთვნოდა გოგა ასაკით,, ერთი რაც მომხვდა თვალში სხვა დანარჩენები მაქსიმალურად ცდილობდნენ სიტუაციიის განმუხტვას , არც გოგას ტოვებდნენ გამხნევების გარეშე! სპორტია და ხდება რა, ქეცბამაც ხო აგიწია ოქრიაშვილისკენ, მთელი გუნდი ახერებდა
Vasili
06 მაისი 2021 11:00
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული