მოქმედ ჩემპიონები პლეიოფში პირდაპირ ვერ გავლენ? "ლეიკერსის" რეგრესი აშკარაა... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 8 მაისს, "პორტლენდ ტრეილბლეიზერსმა" "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" უმასპინძლა და 106:101 დაამარცხა. 

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო დემიენ ლილარდი გახლდათ, რომელმაც თავი 38 ქულით, 4 მოხსნით, 7 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა. 

რაც შეეხება "ლეიკერსს", როგორც იქნა მისთვის შესაფერისი კალიბრის შეხვედრა ენტონი დევისმა. სუპერვარსკვლავმა გუნდს 36 ქულა, 12 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება შესძინა. 

ამრიგად, "ტრეილბლეიზერსი" 38 მოგებითა და 29 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება, კალიფორნიელები 37 გამარჯვებითა და 30 წაგებით იმავე დასავლეთში მე-7 ადგილამდე დაქვეითდნენ, რაც მათთვის ფატალური შედეგია. აღსანიშნავია, რომ გასული სეზონის ჩემპიონი "ლეიკერსი" პლეიოფში ავტომატურად შეიძლება ვერ გავიდეს და ე.წ. გადათამაშებაში მოუწიოთ ჩართვა.

"პორტლენდი" მომდევნო შეხვედრას 9 მაისს, "სან ანტონიო სპურსის" წინააღმდეგ გამართავს, "ლეიკერსი" 10 მაისს "ფინიქს სანსს" დაუპირისპირდება.

altნოვიცკი იჯდა და ამაყად უყურებდა ლუკას თამაშს... [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული