ხორვატის 48 ქულა და პირადად დამარცხებული "დენვერი" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 8 მაისს, "იუტა ჯაზმა" "დენვერ ნაგეტსს" უმასპინძლა და 127:120 დაამარცხა. 

მასპინძელთა რიგებიდან საოცარი შეხვედრა გამართა ბოიან ბოგდანოვიჩმა. ხორვატმა თავი 48 ქულით, 8 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემითა და ამდენივე ჩაჭრით გამოიჩინა. 

რაც შეეხება სტუმრებს, საუკეთესო მექულე მაიკლ პორტერ ჯუნიორი გახლდათ, რომელმაც გუდნს 31 ქულა, 6 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა. 

გამოსარჩევია ასევე ნიკოლა იოკიჩის შესანიშნავი თამაშიც. სერბმა ცენტრმა 24 ქულა, 9 მოხსნა, 13 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება დააგროვა. 

ამრიგად, "ჯაზი" 49 მოგებითა და 18 მარცხით ლიგის
საუკეთესო გუნდია, რაც შეეხება "ნაგეტსს", ისინი 44 გამარჯვებითა და 23 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებენ. 

"იუტა" მომდევნო შეხვედრას 9 მაისს, "ჰიუსტონ როკეტსის" წინააღმდეგ გამართავს, "დენვერი" იმავე რიცხვში "ბრუკლინ ნეტსს" დაუპირისპირდება. 

altმოქმედ ჩემპიონები პლეიოფში პირდაპირ ვერ გავლენ? "ლეიკერსის" რეგრესი აშკარაა... [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული