"პორტლენდმა" ლიგის საუკეთესო გუნდი დაამარცხა და პლეი-ოფისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 13 მაისს, "იუტა ჯაზმა" "პორტლენდ ტრეილბლეიზერსს" უმასპინძლა. შეხვედრა  სტუმართა გამარჯვებით, 105:98 დასრულდა. 

"იუტას" რიგებიდან საუკეთესო ჯორდან კლარკსონი გახლდათ, რომელმაც 29 ქულა, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. 

რაც შეეხება "ტრეილბლეიზერსს", დემიენ ლილარდმა თავი 30 ქულით, 2 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 1 დაფარებით გამოიჩინა. 

ამრიგად, "იუტა" 50 მოგებითა და 20 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში 1-ელ ადგილს იკავებს. "პორტლენდი" 41 მოგებითა და 29 წაგებით იმავე დასავლეთში მე-5 ადგილზე იმყოფება. 

"ჯაზი" მომდევნო შეხვედრას 15 მაისს, "ოკლაჰომა სითი თანდერის" წინააღმდეგ გამართავს. "ტრეილბლეიზერსი" 14 მაისს "ფინიქს სანსს" დაუპირისპირდება.

altდონჩიჩის ბრწყინვალე თამაში და "დალასის" მნიშვნელოვანი გამარჯვება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული